ადამიანი ობობა (ინგლ. Spider-Man) — გამოგონილი პერსონაჟი, Marvel Comics-ის გამოცემების გმირი. მისი ავტორები არიან სტენ ლი და სტივ დიტკო. პირველად პერსონაჟი გამოჩნდა ანთოლოგიურ კომიქსში Amazing Fantasy, #15-ში (1962 წლის აგვისტო), სერიაში Silver Age of Comic Books. ლიმ და დიტკომ შექმნეს პერსონაჟი, რომელიც ობოლი იყო და იზრდებოდა დეიდა მეისთან და ძია ბენთან, ხოლო მოზარდობისას ჩვეულ პრობლემებს უმკლავდებოდა, თუმცა, სუპერძალის მიღებასთან ერთად, კრიმინალს ებრძოდა. ადამიანი ობობის შემქმნელებმა პერსონაჟი აღჭურვეს სუპერძალებით, ნებისმიერ ზედაპირზე აცოცვის საშუალებით, ხელზე დამაგრებული მოწყობილობებიდან ობობის ქსელის სროლის საშუალებით და „ობობის ალღოთი“, რომელიც ეხმარება საშიშროების შეგრძნებაში.

ადამიანი ობობა
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა Web of Spider-Man #129.1 (ოქტ. 2012).
მაიკ მაკკონი და მორი ჰოლოუელი.
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, სტივ დიტკო
დახასიათება
ალტერ ეგო პიტერ ბენჯამინ პარკერი
სახეობა მუტანტი
ფსევდონიმები რიკოშეტი,ბინდი, საოცრება, ონავარი, სუპერ ობობა, რკინის ობობა, ვენომი, დოპელგანგერი
მოკავშირეები შურისმაძიებლები
ახალი შურისმაძიებლები
საიდუმლო შურისმაძიებლები
ახალი ფანტასტიკური ოთხეული
მტრები ნორმან ოსბორნი, ხვლიკი, ვენომი, ჰობგობლინი, ქარნეიჯი, ქამელეონი, დოქტორი ოქტავიუსი, კინგპინი, ელექტრო, მარტორქა, მტაცებელი, შოკერი, მისტერიო, მონადირე კრეივენი, მარკ გარგანი, ქვიშის კაცი და სხვები
შესაძლებლობა
  • ზეადამიანური ფიზიკური ძალა
  • ამტანობა
  • სისწრაფე
  • მოქნილება
  • რეფლექსები, გამძლეობა და წონასწორობა
  • სხეულის დაზიანებათა სწრაფად განკურნება
  • ძრომა
  • ობობის ალღო
  • ქსელის გატყორცნა (ქსელი არის ბიოლოგიური და მექანიკური)

როდესაც ადამიანი ობობა პირველად 1960-იანების დასაწყისში გამოჩნდა, მოზარდები სუპერგმირულ კომიქსებში უფრო ხშირად ძირითადი პერსონაჟის თანაშემწეები იყვნენ. თუმცა, სერიამ უმალვე პოპულარობა მოიპოვა, ვინაიდან პიტერ პარკერმა (ინგლ. Peter Parker), ადამიანი ობობის ნამდვილმა სახემ, სკოლის მოსწავლემ, საკუთარი პიროვნებით მკითხველის მხრიდან ინტერესი გამოიწვია.[1] მიუხედავად იმისა, რომ იგი ჰგავდა ტიპურ თანაშემწეს, როგორებიც იყვნენ ბაკი ან რობინი, ადამიან ობობას არ ჰყავდა სუპერგმირი მენტორი - კაპიტანი ამერიკას თუ ბეტმენის მსგავსი. მას თავად უნდა ესწავლა, რომ „დიდ ძალასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც“ ჩნდებოდა. უკანასკნელი ფრაზა მის შესახებ გამოქვეყნებული პირველი ისტორიის უკანასკნელ კადრშია ჩასმული, თუმცა მოგვიანებით მისი ავტორი ხდება ძია ბენი.

Marvel-მა ადამიანი ობობა მრავალ კომიქსში გამოიყენა, რომელთა შორის პირველი და თავისი არსებობით ყველაზე აქტიურია The Amazing Spider-Man. წლების განმავლობაში პიტერ პარკერის პიროვნება განვითარდა მორცხვი, სწავლაზე ზედმეტად ორიენტირებული მოსწავლიდან მოუსვენარ, მაგრამ მეგობრულ მოსწავლემდე, ისევე, როგორ სკოლის მასწავლებლამდე (2000-იანებში) და ფოტოკორესპონდენტამდე (ეს მისი ყველაზე ტიპური საქმიანობა იყო). 2010-იანებში იგი გახდა შურისმაძიებლების და ფანტასტიკური ოთხეულის, Marvel-ის ყველაზე მთავარი გუნდების წევრი. ადამიანი ობობა 2012-2014 წლებში აგრეთვე გამოჩნდა დოქტორ რვაფეხას (მისივე მტრის) სხეულით, მას შემდეგ, როდესაც პიტერი დაიღუპა.[2] გარდა ამისა, Marvel-მა გამოსცა პარკერის თავგადასავლების ალტერნატიული ვერსიები. ასეთები იყო Spider-Man 2099 (მიგელ ო'ჰარას, მომავლის ადამიანი ობობის ისტორიები) და Ultimate Comics Spider-Man, მილეს მორალესზე, რომელიც პარკერის სავარაუდო დაღუპვის შემდეგ ადამიანი-ობობის ფორმას ირგებს.

ადამიანი ობობა არის ერთ-ერთი პოპულარული და კომერციულად წარმატებული სუპერგმირი.[3] როგორც Marvel-ის სიმბოლო, იგი არის მედიის მრავალი ფორმატის პერსონაჟი. მათ შორის აღსანიშნავია ტელესერიალები, გაზეთებში დაბეჭდილი კომიქსები და ფილმების სერიები. ფილმებში მის როლს განასახიერებდნენ ტობი მაგუაირი (2002-2007) და ენდრიუ გარფილდი (2012-2014).[4] ტომ ჰოლანდი პერსონაჟს განასახიერებს 2016 წლიდან. რივ კარნი პარკერის როლს ასრულებდა ბროდვეის 2010 წლის მიუზიკლში Spider-Man: Turn Off the Dark.[5] DC Comics-ის სუპერმენთან და ბეტმენთან ერთად ადამიანი ობობა ითვლება კომიქსების ყველა დროის უდიდეს პერსონაჟად.

გამოცემების ისტორია

რედაქტირება

შექმნა და განვითარება

რედაქტირება
 
რიჩარდ უენტუორთი, იგივე ობობა, ჟურნალში The Spider. სტენ ლის თქმით, სწორედ მისი ზედმეტსახელის შთაგონებით შეიქმნა ადამიანი-ობობა.[6]

1962 წელს, ფანტასტიკური ოთხეულის წარმატების შემდეგ, Marvel Comics-ის რედაქტორი და მთავარი ავტორი სტენ ლი ახალი სუპერგმირის შექმნაზე ფიქრობდა. იგი ამბობდა, რომ ადამიანი-ობობის იდეა წარმოიშვა, ვინაიდან მოზარდებს აინტერესებდა კომიქსები და არსებობდა ისეთი პერსონაჟის შექმნის სურვილი, რომელთანაც საკუთარ თავს მოზარდები გააიგივებდნენ.[7]:1 თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში ლი შთაგონების სახით უთითებს მაკულატურის ტიპის ჟურნალების პერსონაჟ ობობას.[6]:130 მრავალ ნაბეჭდ თუ ვიდეო ინტერვიუში ლის ნახსენები აქვს, რომ შთაგონება აგრეთვე მიიღო კედელზე მცოცავი ობობისგან, თუმცა ეს ამბავი იმდენჯერ აქვს მოთხრობილი, რომ თავად აღარ იცის, შეესაბამება ეს თუ არა სიმართლეს.[note 1] იმ პერიოდში ლის მხარდაჭერა მხოლოდ Marvel-ის გამომცემელ მარტინ გუდმენისგან დარჩენოდა. 1986 წლის ინტერვიუში ლი აღწერდა გუდმენის მხრიდან წინააღმდეგობის გასაწევად არსებულ არგუმენტებს.[note 2] გუდმენი საბოლოოდ დათანხმდა, ადამიანი-ობობა ჩაესვათ სამეცნიერო ფანტასტიკის და ზებუნებრივი ძალების ანთოლოგიის სერიის Amazing Adult Fantasy-ს უკანასკნელ გამოცემაში, რომელსაც ამ გამოცემისთვის სპეციალურად Amazing Fantasy დაერქვა. იგი გამოვიდა 1962 წლის 5 ივნისს და წარმოადგენდა აგვისტოს გამოცემას, #15-ს.[8] მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი გამოცემა იყო, რედაქტორის გვერდი გამოხატავდა იმედს, რომ ადამიანი-ობობა გამოჩნდებოდა ყოველ თვეში Amazing-ის გამოცემაში. [8][9]

ლიმ მიიღო გუდმენის თანხმობა პერსონაჟის სახელის თაობაზე და "ჩვეულებრივი ახალგაზრდის" იდეაზე და გაესაუბრა მხატვარ ჯეკ კირბის. კომიქსების ისტორიკოსი გრეკ თიკსტონი იხსენებს, რომ კირბიმ ლის უამბო გამოუქვეყნებელ პერსონაჟზე, რომელსაც 1950-იანებში ჯო საიმონთან ერთად მუშაობდა - დაობლებულ ბიჭუნაზე, რომელიც ცხოვრობს მოხუცებთან და პოულობს ჯადოსნურ ბეჭედს, რომელიც სუპერძალას ანიჭებს. ლიმ და კირბიმ დაიწყეს პერსონაჟის ამბის შექმნა. სტენმა ჯეკს პერსონაჟის ჩამოყალიბება და რამდენიმე გვერდის დახატვა სთხოვა.[10] სტივ დიტკო იყო კონტურის მხატვარი. [note 3] როდესაც კიბრიმ ლის პირველი ექვსი გვერდი წარუდგინა, სტენის თქმით, იგი ჩანდა ზედმეტად გმირული.[10]:12 ლი გაესაუბრა დიტკოს, რომელმაც შეიმუშავა დამაკმაყოფილებელი ვიზუალური სტილი.

 
კომიქსი Amazing Fantasy № 15

1962 წელს, ფანტასტიკური ოთხეულისა და სხვა სუპერგმირების წარმატების შემდეგ სტენ ლიმ, რედაქტორმა და სცენარისტმა, მოიგონა ახალი გმირი. მისი თქმით, ადამიანი ობობის იდეა დაებადა იმიტომ, რომ მოზარდებს მოსწონთ კომიქსები და მას სურდა, რომ მთავარი გმირიც მოზარდი ყოფილიყო. თავის ავტობიოგრაფიაში ლიმ ახსენა, რომ მთავარი ბიძგი მისცა ბუზმა, რომელიც კედელზე დადიოდა. სტივ დიტკოს თქმით, ისტორია უფრო საინტერესოდ ვითარდებოდა — „ადამიან ობობამდე“ პარკერს „ადამიანი-ქორი“ ერქვა, მაგრამ კონკურენტ კომპანიას, DC Comics უკვე ჰყავდა ანალოგიური გმირი. შემდეგი ვარიანტი იყო „ადამიანი-ჭიანჭველა“ და „ადამიანი-ბზიკი“, მაგრამ სწორედ მაშინ, სტივ დიტკომ მოიგონა „ადამიანი ობობა“.

ლიმ მიაკითხა მარტინ გუდმენს, კომპანიიდან „მარველი“, რათა პერსონაჟის შექმნაზე თანხმობა მიეღო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ახსენა, რომ გუდმენი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, გუდმენმა ლის პერსონაჟის გამოყენების ნება დართო და პარკერის საცდელი გამოჩენა შედგა კომიქსში Amazing Fantasy № 15.

კომერციული წარმატება

რედაქტირება
 
კომიქსი The Amazing Spider-Man #23

ადამიან ობობის გამოჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ გუდმენი თავად დარწმუნდა, რომ ახალგაზრდობა დაინტერესებულია პერსონაჟით. სულ მალე „ადამიანი ობობა“ იქცა „მარველის“ ყველაზე წარმატებულ გამოცემად, ხოლო მისი მთავარი პერსონაჟი — საკულტო გმირად. ერთ-ერთმა მკითხველმა ზუსტად ახსნა, თუ რატომ მოიპოვა მან ასეთი წარმატება — „მას ბევრი უბედურება ატყდება, აქვს ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა. მოკლედ, ერთ-ერთი ჩვენგანია“.

1970-იან წლებში „ადამიან ობობას“ კომიქსებმა შეცვალეს თავად კომიქსებში გაბატონებული კომიქსები — ანუ მოიხსნა აკრძალვა სხვადასხვა თემაზე, როგორიც, მაგალითად, იყო ნარკოტიკი. თუმცა, 1971 წლის სამი ნომერი დაეთმო პიტერ პარკერის მეგობარ ჰარი ოსბორნს, რომელიც ნარკოტიკებით იყო გატაცებული. ეს იყო სპეციალური შეკვეთა ნიქსონის სახელობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და განათლების ცენტრიდან — კერძოდ, მათ სურდათ „ანტინარკოტიკული“ გამოცემების ხილვა.

კომიქსების სერიები

რედაქტირება

წარმატებული დებიუტი შემდეგ ისტორიებმა ადამიან ობობაზე გადაინაცვლეს ცალკეულ გამოცემაში The Amazing Spider-Man (1963). 1972 წელს გამოჩნდა ახალი კომიქსი Marvel Team-Up. 1976 წელს დაიწყო შემდეგი სერია, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ადამიან ობობას — Peter Parker, The Spectacular Spider-Man. მისი გამოცემა მიმდინარეობდა სხვა სერიების პარალელურად.

2007 წლისათვის უკვე გამოდიოდა: «The Amazing Spider-Man», «New Avengers» (ახალი შურისმძიებლები), «The Sensational Spider-Man», «Friendly Neighborhood Spider-Man», «Spider-Man Family» და სხვა პარალელური და დამატებითი კომიქსები — «Spider-Man Loves Mary Jane», «Marvel Adventures Spider-Man» და «Marvel Adventures: The Avengers».

2007 წლის ნოებრიდან იწხება სტორილაინი „კიდევ ერთი დღე -კედ“ (One More Day) კედ მოიცავს The Amazing Spider-Man #544-545, და Friendly Neighborhood Spider-Man #24 და Sensational Spider-Man #41, ეს Friendly Neighborhood Spider-Man და Sensational Spider-Man’მის ბოლო ნომრები არიან, სერია Amazing Spider-Man’ი კი უკვე ერთის მაგივრად, თვეში სამჯერ გამოდის

მოგონილი ბიოგრაფია

რედაქტირება

ორიგინალური ვერსიით, პიტერი უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული ნიუიორკელი მოზარდი იყო. იგი იზრდებოდა ბიძასა და ბიცოლასთან. ერთხელ მას უკბინა რადიოაქტიურმა ობობამ და პიტერის ორგანიზმმა დაიწყო გარდაქმნა. აღმოაჩინა რა საკუთარ თავში ობობისათვის დამახასიათებელი თვისებები (კედლებზე ცოცვა, აბლაბუდის ქსოვა), პიტერმა დაიწყო ბრძოლა ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროსთან. ერთხელ მან ვერ დაიჭირა ქურდი, რომელმაც მოგვიანებით მისი ბიძია ბენ პარკერი მოკლა. ასე რომ, პიტერს კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდა — უნდა ეპოვა ბენის მკვლელი. პარალელურად მან დაიწყო გაზეთ „Daily Bugle“-ში მუშაობა, დაქირავებულ ფოტოგრაფად, რომელიც გამოცემას აწვდიდა ფოტოების სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევებიდან. სულ მალე მან აღმოაჩინა, რომ რთულია, ერთმანეთს შეუთავსო პირადი და სუპერგმირის ცხოვრება. მისმა მთავარმა მტერმა, მწვანე გობლინმა შეიტყო, რომ პიტერის საყვარელია გვენ სტეისი. მან მოკლა გვენი. სულიერი ტრავმის შემდეგ პიტერი დაქორწინდა მერი ჯეინ უოტსონზე, ხოლო გამოცემაში Civil War (#2, 2006) მთელ მსოფლიოს გამოუტყდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში.

შესაძლებლობები

რედაქტირება
 
ადამიან ობობის კოსტიუმები

დასხივებული ობობის ნაკბენის შემდეგ პარკერის სხეული და ორგანიზმი შეიცვალა, შეიძინა ზეთვისებები. ორიგინალურ ისტორიებში (ლისა და დიტკოს ავტორობით) ადამიანი ობობა დადის კედლებზე, ზეადამიანური ძალა აქვს, გააჩნია „მეექვსე გრძნობა“ (ობობის გრძნობა), რომელიც საშიშროების შესახებ დროულად აუწყებს. პიტერს გააჩნია წონასწორობის გრძნობა, არაჩვეულებრივი სისწრაფე და მოხერხებულობა. 2005 და 2006 წლის სიუჟეტებში იგი დამატებით თვისებებს იძენს — მაგალითად, ბიოლოგიური ქსელის გამოშვება მექანიკურის მაგივრად, მაგრამ 2007 წლის სტორილაინში „One More Day“ პიტერი კარგავს ბიოლოგიური ქსელის გამოშვების უნარს და უბრუნდება მექანიკურ ვებ-შუტერებს.

პიტერი მაღალი ინტელექტით დაჯილდოებული ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ქიმიაში, ფიზიკაში და სხვა მეცნიერებებში. ფიზიკურად პიტერი ყველაზე განვითარებულია „მარველის“ გმირებიდან.

„მარველის“ მთლიანი ისტორიის მანძილზე ადამიანმა ობობამ რამდენიმეჯერ შეიცვალა კოსტიუმი. თუმცა ყველაზე მეტად ცნობილი მისი ცნობილი კოსტიუმი — წითელ-ლურჯ ფერებში, შავ-თეთრი კოსტიუმი და ტექნოლოგიურად სრულყოფილი, რომელიც დამზადებულია ტონი სტარკის მიერ შექმნილი ჯავშნისგან.

 
ადამიან ობობის მტრები

ადამიან ობობას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს. ყველა მათგანი ცდილობს, გზიდან მოიშოროს პიტერი, რათა ბოროტი გეგმები განახორციელოს. მისი მტრებიდან ყველაზე ცნობილებია: მწვანე გობლინი, დოქტორი რვაფეხა და ვენომი. აგრეთვე მტრებს შორის არიან: ხვლიკი, ქამელეონი, ჰობგობლინი, კრავინი მონადირე, მორიელი, ქვიშის კაცი, მარტორქა, მისტერიო, მტაცებელი, ელექტრო, კარნეიჯი, კინგპინი, შოკერი, ჰიდრო-კაცი და მორლანი. მათი წარმოშობა ან ევოლუცია დაკავშირებულია სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტთან და მათი უმრავლესობა ცხოველების დნმ-ის გამოყენებით შეიქმნა. დრო და დრო ისინი ერთ ჯგუფად ერთიანდებიან, რათა გაუმკლავდნენ ადამიან ობობას.

დამატებითი გმირები

რედაქტირება
 
ადამიანი ობობა, ბიცოლა მეი და მერი ჯეინი

ადამიანი ობობა, თავდაპირველი ჩანაფიქრით, იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გააჩნდა. ამიტომაც კომიქსებში აღწერილია მისი ყოველდღიური ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი და სასიყვარულო ურთიერთობები.

აქ წარმოდგენილია პიტერის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სია:

  • ბიცოლა მეი — პიტერ პარკერის საყვარელი ბიცოლა, რომელთანაც პიტერი იზრდებოდა მშობლების გარდაცვალების შემდეგ. მეუღლის, ბენ პარკერის გარდაცვალების შემდეგ, იგი პიტერის თითქმის ერთადერთი ნათესავია.
  • გვენ სტეისი — პიტერის სკოლის მეგობარი-გოგონა, რომელსაც მწვანე გობლინი კლავს.
  • ბეტი ბრანტი — გაზეთის Daily Bugle (ქართულენოვან კომიქსში — დღის მაცნე) ჟურნალისტი გოგონა. იგი პიტერზე იყო შეყვარებული.
  • ჯ. ჯონა ჯეიმსონი — გაზეთის Daily Bugle მეპატრონე. იგი ქირაობს პარკერს, რათა ფული გადაუხადოს ადამიან ობობის ფოტოსურათებში. თავად ჯეიმსონს მუდმივად აკრიტიკებს ადამიან ობობას და ცდილობს, მისი თავი ბოროტად გამოაჩინოს.
  • ჯოზეფ „რობი“ რობერტსონი — გაზეთის Daily Bugle რედაქტორი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჯეიმსონზე. მან პრაქტიკულად, მამობა გაუწია პიტერს.
  • მერი ჯეინ უოტსონი — თავდაპირველად იგი გვენ სტეისის კონკურენტი იყო. შემდგომში ოფიციალურად გახდა პიტერის მეუღლე.
  • ფლეშ ტომპსონი — სკოლაში პიტერის მთავარი მტერი, რომელიც მის კარგ მეგობრად იქცა. ტვინის შერყევის გამო მას ამნეზია აქვს, რამაც ოდნავ შეცვალა მისი ფეთქებადი ხასიათი.
  • ჰარი ოსბორნი — სკოლაში პიტერის საუკეთესო მეგობარი, რომელიც შემდგომში მწვანე გობლინად იქცა.
  • შავი კატა — ფელიცია ჰარდი, გამოსწორებული ქურდი, რომელიც ერთხელ შეუყვარდა ადამიან ობობას.

სხვა ვერსიები

რედაქტირება

აგრეთვე არსებობს ადამიან ობობასთან დაკავშირებული სხვა გამოცემები, ფილმების, თამაშებისა თუ წიგნების სახით.

ადამიანი ობობა სხვა მედიაში

რედაქტირება

თამაშები

რედაქტირება

ადამიანი ობობა იქცა მრავალი კომპიუტერული თამაშის გმირად, მასზე იყო გამოსული უამრავი თამაში, აქედან შვიდი თამაში გამოუშვეს 3D გრაფიკით :

კინო და ტელევიზია

რედაქტირება

2002–2007 წლებში გამოვიდა რეჟისორ სემ რეიმის ტრილოგია ადამიანი ობობას შესახებ, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ტობი მაგუაიერმა ითამაშა. რეჟისორი გეგმავდა ფრენჩაიზის გაგრძელებას, თუმცა Columbia Pictures-მა გადაწყვიტა, რომ სურათი თავიდან გადაეღო ახალი რეჟისორითა და მსახიობებიით. 2012 წელს გამოვიდა რეჟისორ მარკ უების საოცარი ადამიანი ობობა. მაგუაიერი ახალ ფილმში ენდრიუ გარფილდმა ჩაანაცვლა.

აგრეთვე გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო და ანიმაციური სერიალი ადამიან ობობას შესახებ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
შენიშვნები
  1. Lee, Stan; Mair, George (2002). Excelsior!: The Amazing Life of Stan Lee. Fireside. ISBN 0-684-87305-2. „He goes further in his biography, claiming that even while pitching the concept to publisher Martin Goodman, "I can't remember if that was literally true or not, but I thought it would lend a big color to my pitch."“ 
  2. Detroit Free Press-თან ინტერვიუდან: „1000 მიზეზი დამისახელა, თუ რატომ არ გაამართლებდა ადამიანი-ობობა. არავის უყვარს ობობები; სახელი ძალიან ჰგავს სუპერმენისას, როგორ შეიძლება მოზარდი იყოს სუპერგმირი? მე კი ვუთხარი, რომ მსურდა, პერსონაჟი ძალიან ადამიანური ყოფილიყო; დაეშვა შეცდომები; განეცადა; ჰქონოდა პრობლემები მეგობარ გოგონასთან და ასე შემდეგ“. გუდმენმა თქვა: „იგი გმირია და არა უბრალო ადამიანი!“. ლიმ უპასუხა: „არა, ის იქნება უბრალო ადამიანი, რომელსაც სუპერძალები აქვს, აი ამით იქნება ძლიერი“. „მითხრა, რომ შევიშალე“.
  3. Ditko, Steve (2000). რედ. Roy Thomas: Alter Ego: The Comic Book Artist Collection. TwoMorrows Publishing. ISBN 1-893905-06-3.  "'Stan said a new Marvel hero would be introduced in #15 [of what became titled Amazing Fantasy]. He would be called Spider-Man. Jack would do the penciling and I was to ink the character.' At this point still, Stan said Spider-Man would be a teenager with a magic ring which could transform him into an adult hero—Spider-Man. I said it sounded like the Fly, which Joe Simon had done for Archie Comics. Stan called Jack about it but I don't know what was discussed. I never talked to Jack about Spider-Man... Later, at some point, I was given the job of drawing Spider-Man'".
წყაროები
  1. Wright, Bradford W. (2001). Comic Book Nation. Johns Hopkins Press : Baltimore. ISBN 0-8018-7450-5. 
  2. Sacks, Ethan. (12 January 2014) Exclusive: Peter Parker to return from death in 'Amazing Spider-Man' #1 this April. New York Daily News.
  3. „Why Spider-Man is popular“. ციტირების თარიღი: 18 November 2010.
  4. It's Official! Andrew Garfield to Play Spider-Man!. Comingsoon.net (2010-07-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-09. ციტირების თარიღი: 2010-10-09.
  5. Complete Cast Announced for Spider-Man: Turn Off the Dark. Broadway.com (2010-08-16). ციტირების თარიღი: 2010-10-09.
  6. 6.0 6.1 Lee, Stan; Mair, George (2002). Excelsior!: The Amazing Life of Stan Lee. Fireside. ISBN 0-684-87305-2. 
  7. DeFalco, Tom; Lee, Stan (2001). რედ. O'Neill, Cynthia: Spider-Man: The Ultimate Guide. New York: Dorling Kindersley. ISBN 0-7894-7946-X. 
  8. 8.0 8.1 Amazing Fantasy (Marvel, 1962 series) at the Grand Comics Database: "1990 copyright renewal lists the publication date as June 5, 1962"; "[T]he decision to cancel the series had not been made when it went to print, since it is announced that future issues will include a Spider-Man feature."
  9. "Important Announcement from the Editor!", Amazing Fantasy #15 (Aug. 1962), reprinted at Sedlmeier, Cory, ed. (2007). Amazing Fantasy Omnibus. Marvel Publishing, გვ. 394. ISBN 978-0785124580. 
  10. 10.0 10.1 Theakston, Greg (2002). The Steve Ditko Reader. Brooklyn, NY: Pure Imagination. ISBN 1-56685-011-8.