მეი რეილი პარკერ–ჯეიმსონი, ცნობილი როგორც ბიცოლა მეიMarvel Comics-ის გამოგონილი პერსონაჟი. მისი შემქმნელები არიან მწერალი სტენ ლი და მხატვარი სტივ დიტკო. მისი პირველი გამოჩენა მოხდა კომიქსში Amazing Fantasy №15 (საოცარი ფანტაზიები) 1962 წლის აგვისტოში.

ბიცოლა მეი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა საოცარი ფანტაზიები #15 (აგვისტო, 1962წ.)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი
სტივ დიტკო
დახასიათება
პოზიცია სიკეთე
მოკავშირეები ოჯახის წევრები:
ბენ პარკერი (ყოფილი ქმარი, გარდაცვლილი)
პიტერ პარკერი
ჯონ ჯონა ჯეიმსონი უფროსი (ამჟამინდელი ქმარი),
მერი ჯეინ უოტსონი (რძალი),

მეი პარკერი ყველაზე ხშირად ჩნდება კომიქსში საოცარი ადამიანი ობობა. სადაც ის პიტერ პარკერის ბიცოლაა. ადამიანი ობობას 479-ე ნომერში მან შეიტყო პიტერის საიდუმლო ვინაობის შესახებ და მას შემდეგ თავადაც მისი თანამოზიარე გახდა.

ქმრის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ მეი გათხოვდა ჯონ ჯონა ჯეიმსონ უფროსზე, ჯეი ჯონა ჯეიმსონ უმცროსის მამაზე. მათი ქორწილი ასახულია ადამიანი ობობას მე-600-ე ნომერში(22 ივლისი, 2009 წ.)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება