ახალი გოგონა (ინგლ. New Girl) — ამერიკული სატელევიზიო სიტკომი, რომელიც 2011 წლის 20 სექტემბრიდან[1], ტელეკომპანია FOX-ის ეთერში გადის. მთავარ როლებს ზოი დეშანელი, ჯეიკ ჯონსონი, მაქს გრინფილიდი, ლემორნ მორისი და ჰანა საიმონი ასრულებენ. თავდაპირველად გეგმაში იყო პირველი სეზონი, 13 ეპიზოდით შემოფარგლულიყო, თუმცა შემდგომ გადაწყდა, რომ სერიალის 24 ეპიზოდი[2] გადაეღოთ.

ახალი გოგონა
ავტორი ელიზაბეთ მერიუეზერი
მონაწილეობენ ზოი დეშანელი
ჯეიკ ჯონსონი
მაქს გრინფილიდი
ლემორნ მორისი
ჰანა საიმონი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
სეზონი 6
ეპიზოდი 138
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ელიზაბეთ მერიუეზერი
ჯეიკ კესდანი
პიტერ ჩერნინი
კეტრინ პოუპი
დეივ ფინკელი
ბრეტ ბირი
ხანგრძლივობა 22 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი FOX
პირველად ეთერში 20 სექტემბერი, 2011 (2011-09-20)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ჯესიკა „ჯეს“ დეი მომხიბლავი გოგონაა, რომელიც საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ საცხოვრებლად სამ ბიჭთან, ნიკთან, შმიტთან და უინსტონთან გადადის. ჯესის ბავშვობის მეგობარი სისი კი ცდილობს დაქალს მხარში ამოუდგეს.

პერსონაჟები

რედაქტირება

ჯესიკა „ჯეს“ დეი

რედაქტირება
„ახალი გოგონა“ ის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ სამ ბიჭთან გადავიდა საცხოვრებლად, რომლებიც განცხადებით იპოვა. ის დაახლოებით 30 წლისაა და სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.

ნიკ მილერი

რედაქტირება
ნიკი ერთ-ერთია იმათგან, ვინც ჯესისთან ერთად ლოს-ანჯელესში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. დიდი ხანი არაა, რაც მას 30 წელი შეუსრულდა. ნიკი ბარმენია ერთ-ერთ კლუბში.
წარმოშობით ის ჩიკაგოდანაა.
ჯესის გამოჩენამდე შმიტი, ნიკთან და უნსტონთან ერთად ცხოვრობდა. შმიტს იმედი ჰქონდა, თუკი სახლში გოგონას აცხოვრებდნენ მის დაქალებთან გართობის საშუალება ექნებოდა. მან თვალი ჯესის საუკეთესო მეგობარს, სისის დაადგა, თუმცა მას არასოდეს უმართლებს ქალებთან ურთიერთობაში რადგან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენები აქვს.

უინსტონ ბიშოპი

რედაქტირება
უინსტონი დიდხანს თამაშობდა კალათბურთს ლატვიაში, თუმცა სპორტს თავი დაანება და ახლა ლოს-ანჯელესში მეგობრებთან ერთად ცხოვრობს.

სესილია „სისი“ მაიერსი

რედაქტირება
ჯესის სკოლის საუკეთესო მეგობარი და პროფესიონალი მოდელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

სქოლიოს სია

რედაქტირება
  1. Seidman, Robert. (June 23, 2011) FOX Announces 2011 Fall TV Premiere Dates. TV By the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: June 23, 2011.
  2. Gorman, Bill. (September 28, 2011) FOX Gives 'New Girl' a Full-Season Pickup. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2015. ციტირების თარიღი: September 28, 2011.