ჯეიკობ ბენჯამინ "ჯეიკ" ჯილენჰოლი (Jacob Benjamin "Jake" Gyllenhaal; დ. 19 დეკემბერი, 1980) — ამერიკელი მსახიობი. რეჟისორ სტივენ ჯილენჰოლისა და სცენარისტ ნაომი ფონერის ვაჟი. მისი უფროსი და, მეგი ჯილენჰოლი, ასევე ცნობილი მსახიობია.

ჯეიკ ჯილენჰოლი

ჯეიკ ჯილენჰოლი 2019 წელს
დაბადების სახელი ჯეიკობ ბენჯამინ ჯილენჰოლი
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1980 (1980-12-19) (44 წლის)
ლოს-ანჟელესი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1991-დღემდე
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

2005 — კუზიანი მთა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯილენჰოლი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ხელოვანი ოჯახის შვილს მსახიობობა თავიდანვე მოსწონდა. სკოლა 1998 წელს დაამთავრა და ამავე წელს, სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი კინოფილმში 2001 წლის საკულტო ჰიტი „დონი დარკო“ იყო, რომელშიც ფსიქოლოგიური პრობლემებით დატვირთული მოზარდის როლი ითამაშა. 2004 წელს დენის ქუეიდთან ერთად ითამაშა ბლოკბასტერში „ზეგ“, რომელშიც კატასტროფული გლობალური გამყინვარების პერიოდში სტუდენტის როლი განასახიერა.

მომავალ მსახიობს ფილმები და როლების თამაში თავიდანვე იზიდავდა. მართალია, მშობლებს არ სურდათ შვილი მსახიობი ყოფილიყო, მაგრამ ჯეიკისთვის ეს პროფესია მიზნად იქცა და მისი პერსონაჟებით მაყურებელს თავი უკვე მეოცე საუკუნის ბოლო წლებში გააცნო. 2000-იანი წლებიდან თანდათან, ფილმებში პირველი ნაბიჯების შემდეგ, ის მთელ მსოფლიოში ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი გახდა. ფილმებში გამოჩენამ მას გზა თეატრალური სამყაროსკენაც გაუხსნა და 2004 წელს რამდენიმე როლი ლონდონის თეატრშიც ითამაშა. მისი კარიერის განსაკუთრებული აღმავლობა და მსოფლიო მაყურებლისთვის მისი გაცნობა განაპირობა 2005 წელს გადაღებულმა ფილმმა „კუზიანი მთა, რომელშიც მან მთავარ როლი ჰით ლეჯერთან ერთად ითამაშა. ამ ფილმში, რომელმაც ორივე მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა, ჯილენჰოლი თამაშობს ჯეკ ტვისტის, გეი კოვბოის როლს. მსახიობისთვის ასევე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ფილმები: „ზეგ“ (2004), „ტყვეები“ (2013), „ღამის ქვეწარმავალი“ (2014), „ევერესტი“ (2015), „ნგრევა“ (2016) და „სიცოცხლე“ (2017). კარიერის წარმატება მის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება, კერძოდ, ჟურნალ People-ის თანახმად ჯილენჰოლი ჰოლივუდის მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის ერთ-ერთი პირველია და მისი საბანკო ანგარიში, 2017 წლის მონაცემებით, 96 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

პირადი და საჯარო ცხოვრება

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ჯილენჰოლს წლების მანძილზე უამრავი ცნობილი რომანი ჰქონდა, ის ამჟამად თავისუფალია. მსახიობი ყოველთვის კამერების ყურადღების ცენტრშია და მას ცნობილ სახეებთან ერთადაც ხშირად აფიქსირებენ. მას ურთიერთობა ჰქონდა ასევე ჰოლივუდელ მსახიობ კირსტენ დანსტთან და მომღერალ ტეილორ სვიფტთან. მას თითქმის ყოველთვის ჰყავდა და ჰყავს მეგობარი ქალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის დაქორწინებული არასდროს ყოფილა და ჯერჯერობით არც შვილები ჰყავს. ჯილენჰოლი ძირითად დროს პროფესიას უთმობს და ახერხებს, რომ ყოველ წელს ფილმებში მინიმუმ ორ ახალ სახეს ქმნის. პროფესიის გარდა მსახიობი აგრეთვე დაინტერესებულია პოლიტიკითაც.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2001 დონი დარკო Donnie Darko დონი დარკო
2004 ზეგ The Day After Tomorrow სემ ჰოლი
2005 კუზიანი მთა Brokeback Mountain ჯეკ ტვისტი
2007 ზოდიაქო Zodiac რობერტ გრეისმიტი
2010 სიყვარული და სხვა წამლები Love and Other Drugs ჯეიმი რენდალი
2013 ტყვეები Prisoners დეტექტივი ლოკი
2013 მტერი Enemy ადამი/ენტონი
2014 ღამის ქვეწარმავალი Nightcrawler ლუის ბლუმი
2015 ცაცია Southpaw ბილი ჰოუპი
2015 ევერესტი Everest სკოტ ფიშერი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: