დონი დარკო

რიჩარდ კელის 2001 წლის ფილმი

დონი დარკო (ინგლ. Donnie Darko) — 2001 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური საკულტო ფილმი,[5] რომლის რეჟისორია რიჩარდ კელი, პროდიუსერები — შონ მაკიტრიკი, ნენსი ჯუვონენი და ადამ ფილდსი, მუსიკის ავტორია მაიკლ ენდრიუსი. მონაწილეობენ მსახიობები: ჯეიკ ჯილენჰოლი, ჯენა მელოუნი, დრიუ ბერიმორი, მეგი ჯილენჰოლი, მერი მაკდონელი, კათრინ როსი, პატრიკ სუეიზი, ნა უაილი.

„დონი დარკო“
რეჟისორი რიჩარდ კელი
პროდიუსერი
როლებში
მუსიკა მაიკლ ენდრიუსი
ოპერატორი სტივენ პოსტერი
მონტაჟი
მწარმოებელი კომპანია Flower Films[1]
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • 19 იანვარი, 2001 (2001-01-19) (სანდენსი)
  • 26 ოქტომბერი, 2001 (2001-10-26) (აშშ)
ხანგრძლივობა 113[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 4.5 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 7.500,000 დოლარი[4]

სიუჟეტი მიმდინარეობს პრობლემური მოზარდის, დონის გარშემო, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ თავის თავში აღმოაჩენს უნარს, შეცვალოს დრო და ბედი. დონის ელანდება კურდღლის კოსტიუმში გადაცმული ადამიანი, რომელიც მანიპულირებს მისით და აიძულებს ჩაიდინოს დანაშაუელების სერია.

ფილმის გადაღება მიმდინარეობდა 28 დღის განმავლობაში, ხოლო პრემიერა შედგა სანდენსის კინოფესტივალზე 2001 წლის 19 იანვარს.[6] ფილმის ბიუჯეტმა 4,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,[3] შემოსავალმა — 7.5 მილიონი.[4]

ფილმს წილად ჰხვდა უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისგან, რომლებმაც ძირითადად შეაქეს სიუჟეტი, მსახიობთა შესრულება და საერთო ატმოსფერო. 2005 წელს ჟურნალმა „Empire“ „დონ დარკოს“ სიაში „ყველა დროის 50 საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმი“ 2-ე ადგილი მიუჩინა,[7] ისევე როგორც 63-ე ადგილი სიაში „ყველა დროის 500 საუკეთესო ფილმი“.[8] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 85%, ხოლო ფილმის რეჟისორის ვერსია 91%.[9] ასევე საერთო განხილვების საიტ Metacritic-მა ფილმს დაუწერა 71/100 (21 მიმოხილვაზე დაყრდნობით), რეჟისორის ვერსია კი - 88/100 (15 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[10]

2002 წელს გამოვიდა VHS და DVD ფორმატში. ის, ასევე წარმატებული აღმოჩნდა სახლის ვიდეოების ბაზარზე, გავრცელებული ინფორმაციით შემოსავალმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ფილმის Blu-ray ვერსია გამოვიდა 2009, 2010 და 2016 წლებში. 2004 წლის 29 მაისს გამოიცა ფილმის რეჟისორის ვერსია.[9] 2007 წელს დაიდგა ფილმზე დაფუძნებული სპექტაკლი, ხოლო 2009 წელს გამოვიდა გაგრძელება „ს. დარკო“.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1988 წლის 2 ოქტომბერს, პრობლემურ მოზარდ დონალდ „დონი“ დარკოს გამოეღვიძა; დონი გარეთ გაიყვანა უცნაურმა ხმამ, სადაც იგი ხვდება ამაზრზენ კურდღლის კოსტუმში გადაცმულ ფიგურას, რომელიც წარმოუდგენ თავს, როგორც „ფრენკი“ და დონის ეუბნება, რომ სამყაროს სიცოცხლის დროის ამოწურვამდე დარჩენილია: 28 დღე, 6 საათი, 42 წუთი და 12 წამი. მომდევნო დილას დონი იღვიძებს გოლფის მოედანზე, ბრუნდება სახლში და აღმოაჩენს, რომ რეაქტიული ძრავა მის საძინებელზე ჩამოვარდა. მისი უფროსი დია ელიზაბეტი მას ატყობინებს, რომ FAA გამომძიებლებმა ძრავის წარმოშობაზე არაფერი იციან.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, დონი აგრძელებს ფრენკის დანახვას, რის შემდეგაც მის მშობლებს ედისა და როუზს იგი ფსიქოთერაპევტთან, დოქტორ თურმანთან მიჰყავთ. დოქტორი თურმანი მიიჩნევს, რომ დონი რეალობასაა მოწყვეტილი და მისი ფრენკთან დაკავშირებული ხედვები „დღიური ჰალუცინაციები“, პარანოიდული შიზოფრენიის სიმპტომებია. როდესაც ფრენკი დონის ეკითხება სჯერა თუ არა მას დროში მოგზაურობის, დონი ამის შესახებ თავის მეცნიერების მასწავლებელს, დოქტორ კენეტ მონიტოფს ეკითხება. მასწავლებელი აძლევს დონის წიგნს სახელად „დროში მოგზაურობის ფილოსოფია“, რომლის ავტორია რობერტა სფეროუ, ძველად ამავე სკოლაში მეცნიერების მასწავლებელი, რომელიც ახლა ქალაქგარეთ მაცხოვრებელია მოხუცებული სირთულეებით. დონი ასევე იწყებს გრეტჩენ როზთან შეხვედრას, რომელიც დედამისთან ერთად, მოძალადე მამინაცვალისგან თავის დასაღწევად იყო ახალი გადმოსული ქალაქში.

ფრენკი დონის ქმედებებზე ზეგავლენას ახდენს, სკოლის დატბორვის მცდელობის ჩათვლით. ფიზიკური აქტივობის მასწავლებელ კითი ფარმერს ვანდალიზმზე საუბრისას მაგალითად მოჰყავს მოთხრობა „გამანადგურებლები“, რომლის წაკითხვა ინგლისურის მასწავლებელმა კარენ პომეროიმ დაავალა მოსწავლეებს. კითი „ქცევის გაკვეთილების“ ჩატარებას იწყებს ადგილობრივი მოტივაციური სფიქერი ჯიმ კუნინჰემისგან, მაგრამ დონი მათ პროტესტს უცხადებს, რის შედეგადაც შეიქმნა გარკვეული კამათი კითისა და დონის დედა, როუზს შორის. კითი აწყობს კუნინგჰემის სიტყვით გამოსვლას სკოლაში, სადაც დონი მას შეურაცხყოფას აყენებს. მოგვიანებით, დონი პოულობს კუნინგჰამის საფულესა და მისი სახლის მისამართს, რის შემდეგაც ფრენკი სახლის გადაწვას სთავაზობს. მეხანძრეები ადგილზე პოულობენ ბავშვთა პორნოგრაფიის გროვის სამალავს, კუნინგჰემი დაპატიმრებულია, ხოლო კითი, რომელსაც მის მხარეზე დადგომა სურს, თხოვს როუზს, რომ თავიანთი ქალიშვილების საცეკვაო ჯგუფის ტურს წაუძღვეს ლოს ანჯელესში.

როდესაც როუზი ლოს ანჯელესშია და ედი ქლაქგარეთაა სამუშაოდ, დონი და ელიზაბეთი სახლში მართავენ კოსტიუმების წვეულებას ჰელოუინზე მისი დის ჰარვარდში ჩაბარების აღსანიშნავად. წვეულებაზე აღელვებული გრეტჩენი მოდის და ამბობს, რომ დედამისი დაკარგულია. ამ დროს იგი და დონი სექსით პირველად კავდებიან. როდესაც დონი ფრენკის ნაწინასწარმეტყველებს იაზრებს, რომ სამყაროს დასასრული რამდენიმე საათის მოშორებითაა, მას მიჰყავს გრეტჩენი და ორი სხვა მეგობარი სფეროუს სანახავად. სფეროუს ნაცვლად, ისინი ორ დამჩაგვრელ თანაკლასელს ხვდებიან, სეტსა და რიკის, რომლებიც სფეროუს სახლის დაყაჩაღბას ცდილობდნენ. დონი, სეტი, და რიკი ერთმანეთთან ჩხუბში მოხვდებიანმ როდესაც სფეროუ სახლში ბრუნდებოდა. მომავალი მანქანა სფეროუს აერიდა და და გრეტჩენს გადაუვლის, რაც მის სიკვდილს იწვევს. ამავე მანქანის მძღოლი ელიზაბეთის შეყვარებული, ფრენკ ანდერსონი აღმოჩნდება, რომელსაც დონის ხედვების იდენტური კურდღლის კოსტიუმი ეცვა. დონი ფრენკს თვალში ესვრის მამამისის იარაღიდან და სახლში მიმავალს ხელში გრეტჩენის გვამი უჭირავს.

დონის სახლში დაბრუნებისას თავისი სახლის ზემოთ მორევი ჩნდება. იგი თავისი ერთ-ერთი მეგობრის მანქანას თხოულობს, დებს გრეტჩენის გვამს მასში და უახლოეს მთის ქედამდე მიდის, რომელიც ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს. იგი უყურებს თვითმფრინავს, რომელსაც მოჰყავს როუზი და ცეკვის ჯგუფი ლოს-ანჯელესიდან სახლში, ის მორევში ეხვევა, რის გამოც მისი ერთ-ერთი ძრავა ძლიერად სძვრება და წარსულში გადადის. ბოლო 28 დღის განმავლობაშ მომხდარი ყველაფერი უკან იხვევა. დონი იღვიძებს თავის საძინებელში, იაზრებს, რომ დღევანდელი რიცხვი 2 ოქტომბერია, და იწყებს სიცილს როდესაც ძრავა მის საძინებელში ვარდება, რაც მას სრესს. ქალაქში, ვის ცხოვრებასაც დონი ამ 28 დღის განმავლობაში შეხებია, პრობლემური სიზმრებიდან იღვიძებენ. მომავალ დილას გრეტჩენი დარკოს სახლს ჩაუვლის და შეიტყობს დონის გარდაცვალებაზე. გრეტჩენი და როუზი ერთმანეთს გადახედავენ და ერთმანეთს ისე დაუქნევენ ხელებს, თითქოსდა იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ არ ახსოვთ როდის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Snider, Mike (2005-02-14). 'Darko' takes a long, strange trip“. USA Today. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
  2. Donnie Darko (15). British Board of Film Classification (13 მაისი, 2001). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  3. 3.0 3.1 Richard Kelly (director). Donnie Darko: The Director's Cut. [DVD].
  4. 4.0 4.1 Donnie Darko. The Numbers. ციტირების თარიღი: 2013-06-23.
  5. Scott Tobias. (2008-02-21) The New Cult Canon: Donnie Darko. The A.V. Club. The Onion.
  6. Donnie Darko (2001-10-26). ციტირების თარიღი: 2017-04-17.
  7. 50 Greatest Independent Films of All Time. ციტირების თარიღი: 2012-09-30.
  8. Empire's 500 Greatest Movies Of All Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2012-09-30.
  9. 9.0 9.1 Donnie Darko, Rotten Tomatoes
  10. Donnie Darko. Metacritic.