დონი დარკო: რეჟისორის ვერსია
„დონი დარკო: რეჟისორის ვერსია“ (ინგლ. Donnie Darko: The Director's Cut) — რიჩარდ კელის 2004 წელს გადაღებული სადებიუტო ფილმ „დონი დარკოს“ გაფართოებული ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს გამოშვებული ორიგინალი ფილმი „დონი დარკო“ კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, (თუმცა კრიტიკოსებისგან წილად ჰხვდა უმაღლესი შეფასებები), ფილმის პოპულარობა გაიზარდა DVD გაყიდვებითა და რეგულარული საშუაღამისო სეანსების მეშვეობით აშშ-ში.[4] შედეგად, დისტრიბუტორი კომპანია Newmarket Films-ის პრეზიდენტის ბობ ბერნის რჩევით, რიჩარდ კელიმ გამოსცა ფილმის ხელახალი გამოშვება. რეჟისორის ვერსიის გამოსაშვებად და თავდაპირველი ფილმის თავისი ინტერპრეტაციის შესაქმნელად მან მიიღო 290,000 დოლარი.[5]
„დონი დარკო: რეჟისორის ვერსია“ | |
---|---|
რეჟისორი | რიჩარდ კელი |
პროდიუსერი |
|
სცენარისტი | რიჩარდ კელი |
ეფუძნება | „დონი დარკო“ |
როლებში | |
კომპოზიტორი | მაიკლ ენდრიუსი |
ოპერატორი | სტივენ ბ. პოსტერი |
მონტაჟი |
|
სტუდია | Flower Films |
დისტრიბუტორი |
|
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 134 წუთი[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 290,000 დოლარი |
შემოსავალი | 3.7 მილიონი აშშ დოლარი[2][3] |
კელიმ განახორციელა არაერთი ცვლილება რეჟისორის ვერსიის შესაქმნელად. თითქმის ყველა ამოღებული სცენა, DVD-ზე იყო დამატებული, რაც ფილმს 20 წუთით ადიდებდა. კელიმ ასევე ფილმს დაადო წიგნის „დროში მოგზაურობის ფილოსოფია“ ტექსტი, რამაც ფილმის სიუჟეტის გარკვეული ნაწილი უფრო გასაგები გახადა. ასევე ფილმის ხმის ხარისხი გაუმჯობესდა, დაემატა ციფრული ეფექტები. ახალი საუნდტრეკი შეიქმნა სიმღერებისგან,[6] რომლებთან დაკავშირებითაც კელის წინათ ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა: Echo & the Bunnymen-ის „The Killing Moon“ ჩანაცვლდა INXS-ის სიმღერით „Never Tear Us Apart". ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა 2004 წლის 29 მაისს სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
კრიტიკა ფილმის მიმართ საწყის ეტაპზე პოზიტიური იყო: მიმოხილვების აგრეგატორმა Rotten Tomatoes ფილმს 91% მიანიჭა 43 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[7] ამავდროულად, Metacritic-მა შეაფასა 88 ქულით 100-დან (15 მიმიხილვაზე დაყრდნობით), რაც ნიშნავს „უნივერსალურ აღიარებას“.[8] „როჯერ ელბერტმა“ ფილმი ოთხი ვარსკვლავიდან სამით შეაფასა და დაახასიათა, როგორც „ცოცხალი, ორიგინალური და ამაღლვებელი“.[9] რეტროსპექტული შეფასებები შედარებით უფრო ნეგატიური აღმოჩნდა, კრიტიკა წილად ჰხვდა ახალ საუნდტრეკს და სიუჟეტში ორაზროვნობის ნაკლებობას.[10][11] ფილმი DVD-ზე გამოიშვა 2005 წლის 15 თებერვალს, ხოლო Blu-ray-ზე ოთხი წლის შემდეგ. „დონი დარკო: რეჟისორის ვერსიის“ შემოსავალმა აშშ-ში შეადგინა 753,147 დოლარი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 3.7 მილიონი დოლარი.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დონი დარკო [რეჟისორის ვერსია (15)]. British Board of Film Classification (15 ივნისი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 Donnie Darko: The Director's Cut (2004) - Release Summary. Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 8 July 2018
- ↑ Donnie Darko: The Director's Cut (2004) - International Box Office Results. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2018.
- ↑ Person, Lawrence (17 სექტემბერი, 2016). Donnie Darko: The Director's Cut. Oakland, California: Locus. OCLC 610386221.
- ↑ Murray, Rebecca. (2004)Interview with Writer/Director Richard Kelly. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-09-20. ციტირების თარიღი: 2018-07-07.
- ↑ Burnett, Adam. (ივლისი, 2004) 'Donnie Darko: The Director's Cut': The Strange Afterlife of an Indie Cult Film. Indiewire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-12. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2016
- ↑ Donnie Darko: The Director's Cut (2004). Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი, 2012. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2016.
- ↑ Donnie Darko: The Director's Cut. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2016.
- ↑ Ebert, Roger (2013) „Reviews“, Roger Ebert's Movie Yearbook 2007. Kansas: Andrews McMeel, გვ. 180. ISBN 9780740792199. OCLC 829176285. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2016.
- ↑ Hawking, Tom. (28 დეკემბერი, 2010) 10 Director's Cuts That Are Worse Than the Original. Flavorwire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2016
- ↑ Sims, David. (მაისი, 2004) 'Donnie Darko' and Other Times Directors' Cuts Messed Up Their Own Movies. The Wire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-03. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2016