პატრიკ სუეიზი (ინგლ. Patrick Swayze; დ. 18 აგვისტო, 1952 — გ. 14 სექტემბერი, 2009)[1] — ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი. ყველაზე მეტად სახელი გაითქვა ფილმებში: „ბინძური ცეკვები“ და „მოჩვენება“. პოპულარობა მოუტანა აგრეთვე სერიალმა „ჩრდილოეთი და სამხრეთი“, სადაც განასახიერა ორი მეინის როლი. 1991 წელს მისი სახელი შეიტანეს ჟურნალში „People“ როგორც წლის „ყველაზე სექსუალური მამაკაცი“. პატრიკ სუეიზის ტელე- და კინოკარიერა მოიცავს 30 წელს.

პატრიკ სუეიზი

პატრიკ სუეიზი 2006 წელს
დაბადების სახელი პატრიკ უეინ სუეიზი
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1952
ჰიუსტონი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 სექტემბერი, 2009 (57 წლის)
ლოს-ანჟელესი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
მოცეკვავე
მომღერალი
აქტიური 1978–2009
მეუღლე(ები) ლიზა ნიემი
(1975–2009, გარდაცვალებამდე)

ბიოგრაფია რედაქტირება

პატრიკ სუეიზი დაიბადა 1952 წლის 18 აგვისტოს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, დედამისის ქორეოგრაფის პეტსი ივონ ჰელენისა და მამამისის მხაზველის ჯესი უეინ სუეიზის ოჯახში.[2][3][4] პატრიკი აღიზარდა რომაულ-კათოლიკური ტრადიციებით.[5] ჰყავდა ორი უმცროსი ძმა (დონ სუეიზი და შონ კაილი) და ორი და, ვიკი ლინი და ბემბი.[2][6]

ოცი წლის ასაკში სუეიზი ცხოვრობდა ჰიუსტონის გარეუბანში, სადაც სწავლობდა სანქტ როზა ლიმის კათოლიკურ სკოლაში,[7] ოკის ფორესტის დაწყებით სკოლაში,[8] ბლეკის საშუალო სკოლასა[8][9] და უოლტრიპის უმაღლეს სკოლაში.[8] 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ნიუ-იორკში, რათა დაემთავრებინა ჰარკნესის ბალეტისა და ჯოფრის საბალეტო ცეკვის გაკვეთილები.

სუეიზიმ პროფესიონალური კარიერა დაიწყო როგორც მოცეკვავემ უოლტ დისნეის კომპანიაში. კინოში მისი დებიუტი შედგა ფილმში „სკეიტაუნი“ (1979). კინემატოგრაფში გარღვევა მოახდინა 1987 წელს როდესაც ითამაშა ფილმში „ბინძური ცეკვები“, სადაც სუეიზისთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ჯენიფერ გრეიმ. მცირე ბიუჯეტიანი ფილმი გარკვეული დროის შემდეგ გადაიქცა ჰიტად. 2009 წლისათვის ფილმმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოაგროვა 214 მლნ. აშშ დოლარი. 1990 წელს სუეიზიმ, დემი მურთან და ვუპი გოლდბერგთან ერთად ითამაშა ფილმში „მოჩვენება“. ერთი წლის შემდეგ როლი მიიღო ფილმში „ტალღის ქიმზე“. ბოლო წლების კინოროლებიდან აღსანიშნავია: „უკანასკნელი ცეკვა, „გაღვიძება რინოში“, „11:14“ „ნახტომი“, „მილიონი შობისთვის“, „მჟავა“ და სხვ.

პატრიკ სუეიზი დაქორწინდა 1975 წელს; მისი რჩეული გახდა მსახიობი ლიზა ნიემი, რომელთანაც გარდაცვალებამდე ცროვრობდა. წყვილმა ერთმანეთი 1970 წელს გაიცნო, მაშინ პატრიკი 18 წლისა იყო. შვილები არ ჰყავდათ. 1982 წელს სუეიზის მამა გარდაეცვალა, რის გამოც სმა დაიწყო. 2008 წლის ბოლოს სუეიზის დიაგნოზი დაუსვეს, პანკრეასის სიმსივნე. 2009 წლის 9 იანვარს ფილტვების ანთების დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 2009 წლის 16 იანვარს საავადმყოფოდან გამოწერეს. იმავე წლის 19 აპრილს ექიმებმა განაცხადეს, რომ მას აქვს მეტასტაზები.

2009 წლის 14 სექტემბერს პატრიკ სუეიზი გარდაიცვალა.

პატრიკ სუეიზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ჰოლივუდის მსახიობმა დემი მურმა:

 
„პატრიკ თქვენი შუქი სამუდამოდ იკაშკაშებს ჩვენს ცხოვრებაში...“

[10]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1979 სკეიტაუნი Skatetown, U.S.A. ეის ჯონსონი
1981 სამხედრო ჰოსპიტალი M*A*S*H გერი სტარჯესი
1983 იშვიათი გმირობა Uncommon Valor კევინ სკოტი
1983 გარიყულები The Outsiders დერელ კერტისი
1984 წითელი განთიადი Red Dawn ჯედ ეკერტი
1984 დიდი ხედვა, აშშ Grandview, U.S.A. ერნი ვებსტერი
1985 ჩრდილოეთი და სამხრეთი North and South ორი მეინი
1986 ჩრდილოეთი და სამხრეთი, წიგნი II North and South, Book II ორი მეინი
1987 ბინძური ცეკვები Dirty Dancing ჯონი კასტლი
1987 ფოლადის განთიადი Steel Dawn მომთაბარე
1988 უორსოუ ზედმეტსახელად ვეფხვი Tiger Warsaw ჩაკ უორსოუ
1989 ახლო ნათესავი Next of Kin ტრუმენ გეიტსი
1989 სახლი გზასთან Road House ჯეიმზ დალტონი
1990 მოჩვენება Ghost სემ უიტი
1991 ტალღის ქიმზე Point Break ბოდი
1992 სიამოვნების ქალაქი City of Joy მაქს ლოუ
1993 სასოწარკვეთილი მამა Father Hood ჯეკ ჩარლზი
1994 ჩრდილოეთი და სამხრეთი, წიგნი III Heaven & Hell: North and South, Book III ორი მეინი
1995 დიდი ნაამბობი Tall Tale: The Unbelievable Adventures of Pecos Bill პეკოს ბილი
1995 სამი სურვილი Three Wishes ჯეიმზ მაკლაუდი
1995 ყველაფრისთვის მადლობელი ჯული ნიუმარი To Wong Foo, Thanks for Everything! Julie Newmar ვიდა ბოჰემა
1998 წერილები მკვლელს Letters from a Killer რეის დარნელი
1998 შავი ძაღლი Black Dog ჯეკ კრეუსი
2001 დონი დარკო Donnie Darko ჯონ კანინგემი
2001 მწვანე დრაკონი Green Dragon ჯიმ ლანსი
2002 გაღვიძება რინოში Waking Up in Reno როი კირკენდალი
2003 უკანასკნელი ცეკვა One Last Dance ტრევის მაკფერსონი
2003 11:14 11:14 ფრენკი
2004 ბინძური ცეკვები 2: ჰავანური ღამეები Dirty Dancing: Havana Nights ცეკვის მასწავლებელი
2004 ჯორჯი და დრაკონი George and the Dragon გერთი
2004 სოლომონ მეფის საბადოები King Solomon's Mines ალან ქუოტერმეინი
2005 დაიცავი სიჩუმე Keeping Mum ლენსი
2005 ხატი Icon ჯეისონ მონკი
2006 ანფ მელაკუდა და მონადირე ძაღლი 2 The Fox and the Hound 2 კეში
1997 ნახტომი! Jump! რიჩარდ პრესბურგერი
2007 მილიონი შობისთვის Christmas in Wonderland უეინ სანდერსი
2009 მჟავა Powder Blue ლარი
2009 მხეცი The Beast ჩარლზ ბარკერი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. „Actor Patrick Swayze Dies at 57“. CBS. September 14, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 29, 2012. ციტირების თარიღი: September 14, 2009.
  2. 2.0 2.1 Biography at Don Swayze's Official Site დაარქივებული 2009-02-20 საიტზე Wayback Machine. .
  3. Patrick Swayze Biography. Film Reference.
  4. Ancestry of Patrick Swayze. Genealogy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-18. ციტირების თარიღი: 2012-02-27.
  5. „Hollywood rallies around Patrick Swayze as he vows to continue work during his cancer battle“. London: Daily Mail. March 7, 2008. ციტირების თარიღი: July 31, 2010.:("Swayze was raised Roman Catholic.")
  6. Bernstein, Adam. (September 15, 2009) Patrick Swayze, 57. Washington Post. ციტირების თარიღი: May 17, 2011.
  7. „Patrick Swayze“. The Daily Telegraph. September 15, 2009. ციტირების თარიღი: September 11, 2010.
  8. 8.0 8.1 8.2 Distinguished Houston Independent School District Alumni დაარქივებული 2012-05-15 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on April 20, 2009.
  9. "F.M. Black Middle School, Houston, Texas - General Information. დაარქივებული 2009-07-09 საიტზე Wayback Machine. Retrieved on April 20, 2009.
  10. ვარსკვლავების რეაქცია სუეიზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2012-02-28.