ზოია ვოსკრესენსკაია
ზოია ვოსკრესენსკაია (რუს. Зо́я Воскресе́нская, დ. 15 აპრილი, 1907, ტულის გუბერნია — გ. 8 იანვარი, 1992, მოსკოვი) — საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი და საბავშვო მწერალი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1968). შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი. ტულას რეგიონის საპატიო მოქალაქე.
ზოია ვოსკრესენსკაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 (28) აპრილი, 1907 ან 28 აპრილი, 1907[1] |
დაბადების ადგილი | Uzlovaya, Bogoroditsk Uyezd, ტულის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 8 იანვარი, 1992[1] (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი და ნოველისტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
ჟანრი | მოთხრობა |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ და სსრკ-ის სახელმწიფო პრემია |
მეუღლე | Boris Rybkin |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგი დაიბადა 1907 წლის 15 (28) აპრილს, უზლოვაიას რკინიგზის სადგურის უფროსის თანაშემწის ოჯახში (ახლანდელი ტულას რეგიონი), სხვა წყაროების თანახმად — ალექსინში.
14 წლის ასაკში იგი გახდა სმოლენსკის პროვინციის ჩეკას 42-ე ბატალიონის ბიბლიოთეკარი, 1923 წელს — პოლიტიკური ინსტრუქტორი არასრულწლოვან დამნაშავეთა კოლონიაში, 1928 წელს — სამუშაოდ წავიდა RCP სმოლენსკის ზადნეპროვსკის რაიონულ კომიტეტში.
1928 წელს ზოია ვოსკრენსკაია მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და 1929 წლის აგვისტოში მუშაობა დაიწყო OGPU-ს საგარეო დეპარტამენტში, კერძოდ საგარეო დაზვერვაში. 1932 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა ლენინგრადში OGPU-ს მუდმივი მისიის საგარეო დეპარტამენტს. მოგვიანებით ჩართული იყო სადაზვერვო სამუშაოებში ლატვიაში, გერმანიასა და ავსტრიაში.
1935 წლიდან 1939 წლამდე იგი იყო ფინეთში NKVD დაზვერვის რეზიდენტის მოადგილე. ოფიციალურად მუშაობდა ჰელსინკში „ინტურისტის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. 1936 წელს კონსულის თანამდებობის სახელით, ფინეთში რეზიდენტად ჩავიდა ბ. რიბკინი, (მოგვიანებით — საელჩოს მეორე მდივანი). თავდაპირველად რეზიდენტს და მის მოადგილეს საქმიანი ურთიერთობა არ აეწყოთ. „ჩვენ ყველა საკითხზე ვკამათობდით. მე გადავწყვიტე, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებდით და ვთხოვე ცენტრს ჩემი გაწვევა. საპასუხოდ ნაბრძანები იყო დავხმარებოდა რეზიდენტს და გამეცნო საქმის ვითარება, შემდეგ კი ამ საკითხს დაბრუნდებოდნენ. თუმცა დაბრუნება არ გახდა საჭირო. ექვსი თვის შემდეგ ცენტრს ვთხოვეთ დაქორწინების ნებართვა“ — იხსენებდა ზოია.
იგი მოსკოვში დაბრუნდა ფინეთთან ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, დაიწყო ანალიტიკური სამუშაო დაზვერვაში პ. ფიტინის ხელმძღვანელობით და გახდა დაზვერვის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკოსი.
დიდი სამამულო ომის დასაწყისში იგი ჩართული იყო შერჩევასა და ორგანიზებაში სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფების ფრონტის ხაზის უკან გადაყვანაში. 1941 წლის ბოლოდან 1944 წლის მარტამდე იმყოფებოდა შვედეთში საბჭოთა საელჩოს პრესმდივანის თანამდებობაზე მეუღლესთან ერთად. ამ პერიოდში შვედეთში ელჩის პოზიციაზე მუსაობდა ა. კოლონტაი, რომელიც მასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ორივემ, თითოეულმა თავისებურად, შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ 1944 წლის 20 სექტემბერს ფინეთმა დაარღვია ალიანსი ნაცისტურ გერმანიასთან და გააფორმა ზავი საბჭოთა კავშირთან.
მოსკოვში დაბრუნების შემდეგ იგი ანალიტიკურ მუშაობას ეწეოდა ცენტრალურ სადაზვერვო აპარატში, მიაღწია გერმანიის განყოფილების უფროსის წოდებამდე და ოპერატიული დავალებით გაემგზავრა ბერლინში. 1947 წლის 27 ნოემბერს, ვოსკრესენსკაია-რიბკინას ქმარი, პოლკოვნიკი ბ.რიბკინი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პრაღის მახლობლად ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
1956 წელს იგი პენსიაზე გავიდა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკის წოდებით და დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1965 წელს მიიღეს სსრკ მწერალთა კავშირის წევრად. მხოლოდ 1962-1980 წლებში მისი წიგნები გამოიცა 21 მილიონ 642 ათასი ეგზემპლარი. მისი პროზის მნიშვნელოვანი ნაწილი საბავშვო ლიტერატურაა, მათ შორის წიგნები ლენინის ბავშვობასა და ახალგაზრდობის შესახებ. როგორც საბავშვო მწერალი, იგი კარგად იყო ცნობილი საბჭოთა მკითხველისთვის. მისი წიგნები აძლიერებს ინტერესს ისტორიის, მისი გმირული და ტრაგიკული წარსულის, რეალური ისტორიული ფიგურების მიმართ.[2] მის გმირებს შორის არიან საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწეები. მოთხრობა „კონსული“ (1981) ეძღვნება ფინელი კომუნისტის ტოივო ანტიკაინენის ბედს, მოთხრობა „ბებია პარასკევა“ (1983) — კომინტერნის გენერალური მდივნის გ.დიმიტროვის ხსოვნას.[3] მან ასევე დაწერა წიგნი „ახლა შემიძლია ვთქვა სიმართლე: მზვერავის მოგონებებიდან“ (წიგნი გამოსცა გამომცემლობა Olma Press-მა 1992 წლის დეკემბერში).
იგი გარდაიცვალა 1992 წლის 8 იანვარს. დაკრძალულია მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
ზ.ვოსკრესენსკაიამ ივან ჩიჩაევს დაზვერვით „ნათლია“ უწოდა.[4]
ოჯახი
რედაქტირებამას ყავდა ორი ძმა — ნიკოლაი (1910 - ?) და ევგენი (1913 - ?). მისი პირველი ქმარი (1927-1929) იყო ვლადიმერ კაზუტინი, კომკავშირის და პარტიის აქტივისტი (წყვილი 1929 წელს დაშორდა). მათ ქორწინებიდან ჰყავდათ ვაჟი ვლადიმერ კაზუტინი (1928-1979), ხოლო მისი მეორე ქმარი იყო ბორის რიბკინი (1899-1947), საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი და დიპლომატი. მეორე ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი ალექსეი რიბკინი (1944-2009).
ხსოვნა
რედაქტირება2017 წელს მოსკოვის ქუჩას (ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის ბეგოვაიას რაიონი) ზოია ვოსკრესენსკაიას სახელი ეწოდა.[5][6]
2019 წლის 12 მარტს, საგარეო დაზვერვის სამსახურის 100 წლის იუბილეზე, მიმოქცევაში შევიდა მარკა, რომელიც ეძღვნება ზოია ვოსკრესენსკაია-რიბკინას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 https://tounb.ru/tulskij-kraj/istoriya-kraya/biograficheskie-ocherki/pisateli/74-tulskij-kraj/istoriya-kraya/biograficheskie-ocherki/pisateli/1159-Voskresenskaya-Zoya-Ivanovna-
- ↑ Русские детские писатели XX века. — გვ. 106—110.
- ↑ Русские детские писатели XX века: биобиблиографический словарь, М.: Флинта; მეცნიერება, 1998. — გვ. 108, ISBN 5-89349-108-4.
- ↑ «Чем меньше знают о разведчике, тем ему спокойнее работать и дольше жить». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-31. ციტირების თარიღი: 2013-12-29.
- ↑ Улица имени Зои Воскресенской появилась на севере Москвы. Управа Хорошёвского района. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-28. ციტირების თარიღი: 2017-10-27.
- ↑ Постановление Правительства Москвы 24 октября 2017 года № 792-ПП. ციტირების თარიღი: 2017-10-26.