ზიმბაბვეს ტურიზმი
ზიმბაბვეში ტურისტული ღირსშესანიშნაობები ქვეყნის ყველა რეგიონში მდებარეობს. ეკონომიკურ ცვლილებებამდე ტურიზმის დიდი ნაწილი ზიმბაბვეზე მოდიოდა, თუმცა ამჟამად ტურიზმისგან უფრო მეტ სარგებელს ზამბია იღებს. ვიქტორიას ჩანჩქერის ეროვნული პარკი ზიმბაბვეს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
მოზამბიკის საზღვართან მთათა სერია, აღმოსავლეთ მაღალმთიანეთი მდებარეობს. მაღალმთიანეთი ჩრდილოეთით ნიანგანიდან სამხრეთით ბვუმბას მთიანეთამდეა გადაჭიმული. ტრანსსასაზღვრო პარკის ენდემური სახეობები მეცნიერებსა და მოლაშქრეებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს. ნიანგას მთებიდან 60-70 კმ-ის მოშორებით მდებარე ადგილების დანახვაა შესაძლებელი, ხოლო მზიან დღეებში ქალაქი რუსაპეც მოჩანს.
ზიმბაბვე აფრიკის სხვა ქვეყნებისგან გამორჩეულია შუასაუკუნეების ხანის ქალაქთა ნანგრევების რაოდენობით, რომლებიც უნიკალური მშრალი ქვის სტილით იყო აგებული. მათგან ყველაზე მეტად ცნობილია დიდი ზიმბაბვეს ნანგრევები მასვინგოში, რომელიც ზიმბაბვეს სამეფოს ხანიდან გადარჩა. სხვა ნანგრევებს შორის აღსანიშნავია: ხამი, დანანგომბე და ნეილთეილი.
ტურისტული ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაეროვნული პარკები
რედაქტირებაჩანჩქერ ვიქტორიას ეროვნული პარკი
რედაქტირებაჩანჩქერ ვიქტორიას ეროვნული პარკი მოიცავს მდინარე ზამბეზის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს. პარკის დიდი ნაწილი ქვიმის ტყეებს უკავია, სადაც პალმები და ამერიკული წითელი ხეც ხარობს. ვიზიტორებს სპილოების, აფრიკული კამეჩების, სამხრეთული თეთრი მარტორქების, ჰიპოპოტამების, კანებისა და ანტილოპების სხვა სახეობების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.
მანა-პულსის ეროვნული პარკი
რედაქტირებამანა-პულსის ეროვნული პარკი მოიცავს მაგნოლიის, ბაობაბისა და გარეული ლეღვის ტყეებს. ოდესღაც ეროვნული პარკი აღმოსავლური შავი მარტორქების პოპულაციის თავშესაფარს წარმოადგენდა, თუმცა 1994 წლისთვის მათი რაოდენობა 10-მდე შემცირდა.[1]
მატობოს ეროვნული პარკი
რედაქტირებაბუშველდის ეკორეგიონში მდებარე მატობოს ეროვნული პარკი ზიმბაბვეს უძველესი ეროვნული პარკია. პარკის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი სახეობის ხე ხარობს, მათ შორის, მთის აკაცია და ველური მსხალი.[2] პარკი მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა: აქ 175 სახეობის ფრინველი, 88 სახეობის ძუძუმწოვარი, 39 სახეობის გველი და 16 სახეობის თევზი ბინადრობს. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლები: ბამბატას, ინანკეს, ნვატუგისა და პომონგვეს მღვიმეები, სადაც ბუშმენების კედლის მხატვრობის ნიმუშები, ადამიანთა ჩონჩხები და პრიმიტიული იარაღებია აღმოჩენილი.[3]
სტატისტიკა
რედაქტირებავიზიტორთა სტატისტიკა 2014-2017 წლებში:[4]
ქვეყანა | 2017 | 2016 | 2015 | 2014 |
---|---|---|---|---|
სამხრეთ აფრიკა} | 716,234 | 736,993 | 744,627 | 607,616 |
მალავი | 407,006 | 409,302 | 320,181 | 321,874 |
ზამბია | 353,214 | 310,495 | 327,559 | 285,727 |
მოზამბიკი | 189,237 | 171,684 | 181,435 | 169,829 |
ბოტსვანა | 101,845 | 94,347 | 70,354 | 71,384 |
აშშ | 101,206 | 82,699 | 66,577 | 57,410 |
გაერთიანებული სამეფო და ირლანდია | 73,552 | 32,457 | 53,528 | 38,606 |
გერმანია | 37,304 | 28,929 | 26,355 | 24,572 |
იაპონია | 34,214 | 22,566 | 12,713 | 18,443 |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 33,811 | 26,223 | 26,422 | 28,368 |
ჯამი | 2,422,930 | 2,167,686 | 2,056,588 | 1,880,028 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mana Pools National Park, Sapi and Chewore Safari Areas, World Heritage Convention, UNESCO
- ↑ Zimbabwe - The Spirit of Matobo (Matopos) Siyabona Africa დაარქივებული 2012-02-09 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Brain, C.K. 1983The Hunters of the Hunted? An introduction to African cave taophonomy. University of Chicago Press. ISBN 978-0-226-07090-2 [1]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-06. ციტირების თარიღი: 2020-04-06.