მანა-პულსის ეროვნული პარკი

მანა-პულსი — ველური ბუნების ნაკრძალი ჩრდილოეთ ზიმბაბვეში, გაფორმებულია ეროვნულ პარკად. რეგიონი მდებარეობს მდინარე ზამბეზის ქვედაწელში, სადაც მდინარის დაბლობი ყოველ წვიმიან სეზონზე ტბების არეალად იქცევა. როდესაც ტბები თანდათან უკან იხევს და შრება, რეგიონი წყლის საძებრად გამოსულ მრავალ ცხოველს იზიდავს, რის შედეაგდაც ის აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტული ნადირობის ტერიტორიად იქცევა.

მანა-პულსის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 15°45′00″ ს. გ. 29°20′00″ ა. გ. / 15.75000° ს. გ. 29.33333° ა. გ. / -15.75000; 29.33333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1984  (მე-8 სესია)
ნომერი 302
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 302
ინგლ.რუს.ფრ.

შონას ენაზე მანა ოთხს ნიშნავს, რაც წარმოსდგება იმ ოთხი დროებითი ტბორისგან, რომელიც მდინარე ზამბეზის შუაწელზე წარმოიქმნება. 2 500 კმ² ფართობის მქონე ეს ტერიტორია, რომელიც მოიცავს მდინარის ნაპირებს, კუნძულებს, ქვიშიან ტბორებს, მაგნოლიის, გარეული ლეღვისა და ბაობაბის ტყეებს, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ეროვნულ პარკს წარმოადგენს. ოთხმოციანი წლების დასაწყისში, ამტერიტორიაზე გადაწყვეტილი იყო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც მოშლიდა დატბორვებს, მაგრამ იმის გამო, რომ 1984 წელს პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, გეგმა აღარ განხორციელდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება