ზვიად კვაჭანტირაძე

ზვიად კვაჭანტირაძე (დ. 7 მაისი, 1965, მახარაძე) — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ზვიად კვაჭანტირაძე
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1965 (1965-05-07) (59 წლის)
დაბადების ადგილი მახარაძე, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია
შვილ(ებ)ი 2

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ოზურგეთის N2 საშუალო სკოლა. 1990 წელს დაამთავრა იაროსლავლის უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტი. 1993 წელს იყო პირველი ქართული PR კომპანიის, „თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის“ (TPRC) თანადამფუძნებელი. 1994 წელს მოიპოვა კარლ დუისბერგის სტიპენდია და 1994-1995 წლებში ისწავლა კარლ დუისბერგის კოლეჯში (კელნი, გერმანია) სოციალური საბაზრო ეკონომიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

1996 წლის მარტში დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში. იყო ევროპული ინტეგრაციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში. 2000-2004 წლებში იყო ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის გენერალური მდივანი. 2004-2009 წლებში იყო საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ სტამბოლში.[1]

2012 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ოზურგეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 2015-2016 წლებში. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2019 წლის თებერვალში დატოვა ქართული ოცნება.[2] პარტიის დატოვების შემდეგ, 19 მარტს საქართველოს პარლამენტში გაიმართა კენჭისყრა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებასთან დაკავშირებით. [3]

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი უმრავლესობამ დააყენა. ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ოფისში 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მიუხედავად წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებისა, პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა.[3]

მანამ, სანამ საქართველოს პარლამენტი დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს კენჭს ხელმეორედ უყრიდა, ქართული ოცნებიდან გასულმა დეპუტატმა თავად გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება. [4] უმრავლესობის დეპუტატებმა კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხის ჩავარდნა „ღილაკების არევით“ ახსნეს. [5]

2019 წლის 27 მაისს ზვიად კვაჭანტირაძემ ეკა ბესელიასთან და გედევან ფოფხაძესთან ერთად განაცხადა ახალი პარტიის — „სამართლიანობისთვის“ დაარსების შესახებ.[6] 27 მაისს გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე კვაჭანტირაძე პოლიტსაბჭოს წევრად და პოლიტიკურ მდივნად აირჩიეს.[7] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ პარტია დატოვეს და „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ სხვა დეპუტატებთან ერთად ჩამოაყალიბეს „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“.[8] 2020 წლის 7 ივნისის დამფუძნებელ ყრილობაზე კვაჭანტირაძე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.[9] ამის მიუხედავად, ეკა ბესელიას 8 ივნისის განცხადების მიხედვით, ორივე პოლიტიკოსი იურიდიულად მისი პარტიის წევრებად რჩებოდნენ, რადგან გასვლის შესახებ განცხადებას ხელი არ მოუწერიათ.[8]

პირადი და ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საუბრობს ინგლისურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო[მკვდარი ბმული]
  2. ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. imedinews.ge (27 თებერვალი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-01. ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2020.
  3. 3.0 3.1 პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენა
  4. პარლამენტს კვაჭანტირაძის გადაყენება მეორედ უნდა ეცადა, მან თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა
  5. ოხანაშვილი: მეც ამრევია ღილაკები, ეს არის ტექნიკური საკითხი
  6. რუხაძე, თამთა (27 მაისი, 2019). „ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „ეკა ბესელიამ პარტია „სამართლიანობისთვის“ დააფუძნა“. on.ge. 2019-06-20. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 ჩიჩუა, ნინო (2020-06-08). „ბესელიას თქმით, კვაჭანტირაძე და ფოფხაძე იურიდიულად ჯერ მისი პარტიიდან არ გასულან“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  9. დამოუკიდებელი დეპუტატები ახალი პარტიის „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ პრეზენტაციას მართავენ. interpressnews.ge (7 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2020.