ზემო ღუმურიში
ზემო ღუმურიში — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე ოქუმის მარცხენა მხარეს. ღუმურიშის თემის ცენტრი (სოფლები: ფართოღალი, ქვემო ღუმურიში). ზღვის დონიდან 240 მ, გალიდან 10 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 351.