ზემო ნიჩბისის წმინდა გიორგის ნიში
ზემო ნიჩბისის წმინდა გიორგის ნიში — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისში.
ერთმანეთის გვერდით ორი ნიში — ქვა-სვეტი და მცირე ნაგებობაა აღმართული. არათანაბრად გათლილი, დაბალი სვეტის ერთ სიბრტყეზე ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული და მასზე მეორე ქვაა მიყრდნობილი. მისგან ცალ მხარეს დამტვრეული ქვევრის ნაშთი დევს. მეორე ნიში — მცირე ნაგებობა, მაღალი პროპორციისაა, ნაგებია ქვიშქვით, შელესილი და შეთეთრებულია. მას ბრტყელი კრამიტის ორქანობა სახურავი ხურავს. ცალ მხარეს, შუაში, მცირე ზომის, მეორე მხარეს კი უსწორმასწოროდ გამოჭრილი ორმაგი მართკუთხა ნიშია დატანილი. ერთიანი შეღრმავება ქვის თაროთია გამიჯნული. ერთ-ერთი ფტონრონის წვერზე, ლითონის თანამედროვე ჯვარია დამაგრებული. ნიშის სიახლოვეს დიდი ზომის ახალი ჯვარია აღმართული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30946