ზეიდი სმითი

ბრიტანელი რომანისტი, ესეისტი და მოთხრობების ავტორი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზეიდი სმითი (ინგლ. Zadie Smith; დ. 25 ოქტომბერი, 1975)[11] — ინგლისელი[12] რომანისტი, ესეისტი და მოთხრობების ავტორი. მისი სადებიუტო რომანი, „თეთრი კბილები“ (2000), გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2010 წლის სექტემბრიდან მწერალი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერის ფაკულტეტის პროფესორია.[13]

ზეიდი სმითი
ინგლ. Zadie Smith

სმითი 2010 წელს წიგნის კრიტიკოსთა ეროვნული წრის დაჯილდოებაზე
სრული სახელი სეიდი ადელაინ სმითი
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1975 (1975-10-25) (49 წლის)
დაბადების ადგილი ბრენტი, ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა
  • რომანისტი
  • პროფესორი
ენა ინგლისური
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[1]
ალმა-მატერი სამეფო კოლეჯი და Hampstead School
მიმდინარეობა
Magnum opus სილამაზის შესახებ[2] , თეთრი კბილები[2] , ავტოგრაფების შემგროვებელი[2] , NW[2] , სვინგის დრო[3] , Changing My Mind: Occasional Essays[2] და The Fraud
ჯილდოები ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, რეზიდენტი მწერალი, კოსტას პრემია, Women's Prize for Fiction, სომერსეტ მოემის პრემია[4] , ვუდჰაუსის პრემია, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია[5] , ლენგსტონ ჰიუზის მედალი[6] , Guardian First Book Award, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[7] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[8] , ბოდლის მედალი[9] და National Book Critics Circle Award in Criticism
მეუღლე ნიკ ლეირდი[10]
გავლენა მოახდინეს
საიტი zadiesmith.com

სმითი ბრიტანულ ლიტერატურაში ახალი, მულტიეთნიკური მიმართულების სიმბოლო გახდა. მისი შემოქმედების მთავარი თემებია მულტიკულტურული საზოგადოება და იდენტობა, გენეტიკური მახსოვრობა, რელიგია, რასიზმი, გენდერი, ადამიანური ურთიერთობები და ოჯახური ფასეულობები.[14]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სმითი 1975 წელს ლონდონში, ბრენტის რაიონში, დაიბადა. მისი თავდაპირველი სახელი სეიდი იყო, რომელიც 14 წლის ასაკში ზეიდით შეცვალა.[15] მისი მამა, ჰარვი სმითი, ბრიტანელია, ხოლო დედა, ივონ ბეილი – იამაიკელი, რომელიც იამაიკაში გაიზარდა და ინგლისში 1969 წელს ემიგრიდა.[11] სმითის მშობლები ერთმანეთს მისი თინეიჯერობის წლებში დაშორდნენ. მწერალს ორი უმცროსი ძმა, ერთი ნახევარდა და ერთი ნახევარძმა ჰყავს.

ბავშვობაში სმითი სტეპის ცეკვით იყო გატაცებული,[11] თინეიჯერობის ასაკში კარიერის შექმნას მუსიკალურ თეატრში გეგმავდა, ხოლო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჯაზის მომღერალი იყო და ჟურნალისტობას აპირებდა. მიუხედავად მრავალმხრივი ამბიციებისა, სმითის ინტერესისა და მოღვაწეობის მთავარ სფეროდ ლიტერატურა იქცა.

განათლება

რედაქტირება

სმითმა საშუალო განათლება ლონდონის საჯარო სკოლებში მიიღო, რის შემდეგაც კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა, რომელიც 1998 წელს ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა.[16]

კემბრიჯში სწავლის პერიოდში სმითმა სტუდენტურ ანთოლოგიაში თავისი მოთხრობები გამოაქვეყნა. მისმა ნამუშევრებმა გამომცემლის ყურადღება მიიქცია, რომელმაც მას პირველი რომანის გამოქვეყნება შესთავაზა.

ზეიდი სმითის პირველი რომანი, „თეთრი კბილები“, 2000 წელს გამოქვეყნდა. მწერალმა სადებიუტო ნაშრომი, რომელშიც ლონდონის მულტიკულტურული საზოგადოება დახატა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაწერა. რომანი გამომცემელთა სამყაროს პირველად 1997 წელს დაუსრულებელი ფორმით წარედგინა. აუქციონის შედეგად მისი გამოცემის უფლება გამომცემლობა Hamish Hamilton-მა მოიპოვა.[16]

„თეთრი კბილები“ გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილმა ინდოელმა მწერალმა, სალმან რუშდიმ, რომანს „საოცრად თავდაჯერებული დებიუტი“ უწოდა. ჟურნალმა Time-მა „თეთრი კბილები“ 1923 წლიდან 2005 წლამდე გამოცემულ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა.[17] სადებიუტო ნამუშევრისთვის მწერალმა მრავალი ლიტერატურული ჯილდო მიიღო, მათ შორის უაითბრედის პრემია, ჟურნალ The Guardian-ის ჯილდო და ერთა თანამეგობრობის მწერალთა პრემია. 2002 წელს რომანის სატელევიზიო ადაპტაცია შედგა.[11]

„თეთრი კბილების“ მოულოდნელი წარმატებით გამოწვეული შემოქმედებითი კრიზისის მიუხედავად, სმითის მეორე რომანმა ,„ავტოგრაფების შემგროვებელი“, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა, კომერციული წარმატება მოიპოვა, თუმცა კრიტიკოსთა აღიარება ვერ დაიმსახურა. რომანი ლონდონში მცხოვრები ჩინელი ებრაელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავს ავტოგრაფების შეგროვებითა და გაყიდვით ირჩენს. „ავტოგრაფების შემგროვებელი“ პოპ კულტურისა და ცნობილი ადამიანების მიმართ საზოგადოების ობსესიას ასახავს.[16]

2005 წელს სმითის მესამე რომანი, „სილამაზის შესახებ“, გამოქვეყნდა, რომელიც ბუკერის პრემიის ფინალისტი გახდა და ორანჯისა და ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემიები დაიმსახურა.[18][19]

2012 წელს მწერლის მომდევნო რომანი, „NW“, გამოქვეყნდა, რომელსაც სახელი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონის საფოსტო კოდის მიხედვით დაერქვა. „NW“ ლიტერატურის სამეფო საზოგადოების პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა.[20] BBC-მ რომანის სატელევიზიო ადაპტაცია გადაიღო, რომელიც ტელეეკრანებზე 2016 წელს გავიდა.[21][22][23]

სმითის მეხუთე რომანი, „სვინგის დრო“, 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. რომანის დაწერის შთაგონების წყაროს ბავშვობაში მწერლის სტეპის ცეკვისადმი სიყვარული წარმოადგენს.[24] „სვინგის დრო“ 2017 წელს ბუკერის პრემიის ნომინანტთა გრძელ სიაში მოხვდა.

2018 წელს გამოვიდა სმითის ესეების კრებული „იგრძენი თავი თავისუფლად“, რომლისთვისაც მან კრიტიკოსთა ეროვნული ჯილდო დაიმსახურა. 2019 წელს მწერლის პირველი მოთხრობათა კრებული „დიდი კავშირი“ გამოქვეყნდა.

2011 წელს სმითი ჟურნალ Harper’s Magazine-ის რეცენზენტი იყო.[25][26] იგი აგრეთვე ჟურნალის The New York Review of Books მუდმივი კონტრიბუტორია.[27] 2010 წელს ჟურნალისთვის The Guardian სმითმა მხატვრული წერის 10 წესი დაასახელა. მათ შორის ერთ-ერთი იყო: „თქვი სიმართლე, ამის გამო ფარდის უკან დამალვაც რომ მოგიხდეს. იმ სევდას დაემორჩილე, რომელიც მუდამ თან სდევს საკუთარი თავით უკმაყოფილებას.“[28]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2004 წელს სმითი ნიკ ლეირდზე, ჩრდილოეთირლანდიელ რომანისტსა და პოეტზე, დაქორწინდა, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში გაიცნო. რომანი „სილამაზის შესახებ“ სმითმა სწორედ მეუღლეს მიუძღვნა.

სმითი და ლეირდი ლონდონში, კილბერნის რაიონში, ცხოვრობენ. წყვილს ორი შვილს ჰყავს, კეტრინი და ჰარვი.[29]

სმითი საკუთარ თავს „არარელიგიურს“ უწოდებს,[30] თუმცა დაინტერესებულია იმით, თუ რა როლს თამაშობს რელიგია ადამიანების ცხოვრებაში.[31] ესეში, რომელშიც სმითი სიკვდილის ჰუმანისტურ და ეგზისტენციალურ ხედვებს განიხილავს, იგი საკუთარ მსოფლმხედველობას „სენტიმენტალურ ჰუმანიზმს“ უწოდებს.[32][33]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება
  • „თეთრი კბილები“ (2000)
  • „ავტოგრაფების შემგროვებელი“ (2002)
  • „სილამაზის შესახებ“ (2005)
  • „NW“ (2012)
  • „სვინგის დრო“ (2016)

მოთხრობები

რედაქტირება
  • „ორი კაცი სოფელში შემოდის“ (2016)
  • „ზანტი მდინარე“ (2017)

არამხატვრული

რედაქტირება
  • ესეების კრებული „იგრძენი თავი თავისუფლად“ (2018)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. LIBRISNational Library of Sweden, 2008.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Deutsche Nationalbibliothek Record #122702506 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Library of Congress Library of Congress Name Authority File
  4. https://www2.societyofauthors.org/prizes/the-soa-awards/somerset-maugham-awards/
  5. https://www.anisfield-wolf.org/winners/on-beauty/
  6. https://www1.cuny.edu/mu/forum/2017/08/31/zadie-smith-wins-ccnys-langston-hughes-medal/
  7. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  8. https://www.amacad.org/new-members-2023
  9. https://www.bodleian.ox.ac.uk/about/libraries/bodley-medal
  10. The International Who's Who of Women 2006Routledge, 2005. — ISBN 978-1-85743-325-8
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Aida Edemariam. „Profile: Learning Curve“. The Guardian.
  12. Perhaps Soon Zadie Smith Will Know What She's Doing (and then Just You Watch Out) by Dave.
  13. "Zadie Smith to Join NYU Creative Writing Faculty"
  14. ზეიდი სმითი. სსმ.
  15. The Return of Zadie Smith. The Telegraph.
  16. 16.0 16.1 16.2 Zadie Smith — Biography, Books, Facts.
  17. „All Time 100 Novels“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-13. ციტირების თარიღი: 2021-02-15.
  18. The Man Booker Prize 2005.
  19. Anisfield-Wolf Book Award 2006.
  20. "Zadie Smith" დაარქივებული 2021-02-24 საიტზე Wayback Machine. at Rogers, Coleridge & White.
  21. Wollaston, Sam. NW review – Zadie Smith's London tale has never felt so relevant.
  22. Meltzer, Tom, "NW star Nikki Amuka-Bird: 'Zadie is purposefully challenging the viewer'", The Guardian
  23. Lobb, Adrian, "NW Star Nikki Amuka-Bird Interview: 'Bursting through the glass ceiling can cause damage'" დაარქივებული 2016-11-22 საიტზე Wayback Machine. , The Big Issue
  24. Pearce, Katie. Author Zadie Smith shares bits of her unpublished fourth novel, 'Swing, Time' (2015).
  25. Zeke Turner (2010). „Zadie Smith Takes Over New Books Column for Harper's Magazine. The New York Observer.
  26. „Zadie Smith“. Harper's Magazine.
  27. ZadieSmith page at The New York Review of Books.
  28. Ten rules for writing fiction (part two). The Guardian (2010).
  29. Richard Godwin. The world according to Zadie Smith. Evening Standard.
  30. Bollen, Christopher. Interview with Zadie Smith. Interview Magazine.
  31. Lunch with the FT: novelist Zadie Smith. Financial Times.
  32. Hoby, Hermione. Zadie Smith's Book of Essays Explores What It Means to Be Human. The New Republic.
  33. Smith, Zadie (2018), „Man versus Corpse“, Feel Free: Essays, London: Penguin UK
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზეიდი_სმითი“-დან