ზედა მესხეთი
სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
ზედა მესხეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ქვიტირის თემი), მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის ვაკეზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 110 მეტრი, წყალტუბოდან 14 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ზედა მესხეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვიტირი |
კოორდინატები | 42°13′19″ ჩ. გ. 42°39′50″ ა. გ. / 42.22194° ჩ. გ. 42.66389° ა. გ. |
პირველი ხსენება | XIII საუკუნის მეორე ნახევარი |
ცენტრის სიმაღლე | 110 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1043[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში ბროწეულა-წყალტუბოს ხაზზე არის რკინიგზის სადგური „მესხეთი“.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1043 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1162 | 568 | 594 |
2014[1] | 1043 | 512 | 531 |
ისტორია
რედაქტირებაზედა მესხეთი ადრე ნაწილი იყო სოფელ მესხეთისა, რომელიც შემდეგ გაიყო ზედა და ქვედა მესხეთად. სოფელი მესხეთი წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნის II ნახევარში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 495.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II