ზარდლაში
ზარდლაში[2][3] (სვან. ზა̄რდლა̈შ) — სოფელი საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), მესტიის მუნიციპალიტეტში (მულახის ადმინისტრაციული ერთეული).[4]
სოფელი | |
---|---|
ზარდლაში სვან. ზა̄რდლა̈შ | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | მულახი |
კოორდინატები | 43°03′14″ ჩ. გ. 42°47′00″ ა. გ. / 43.05389° ჩ. გ. 42.78333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1700 მ |
მოსახლეობა | 10[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს გვალდის ქედის (სვანეთის კავკასიონის განშტოება) სამხრეთ კალთაზე, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1700 მ-ზე, მესტიიდან 12 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
რედაქტირებაზარდლაში ზემო სვანეთის ისტორიული თემის — მულახის ნაწილია. ზარდლაში და მიმდებარე ღობრი ერთ სოფლად ითვლებოდა. სოფელში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან აღსანიშნავია: მთავარანგელოზის ეკლესია „თარინგზელ“, ჩანგაზ-დადვანის კოშკი, ვალო დადვანის დარბაზ-მაჩუბი და კოშკი, ოთარ გაბლიანის სახლის კომპლექსი. სოფლის განაპირა მხარეს, სასაფლაოს ტერიტორიაზე დგას წმ. ბარბარეს („ბარბალ“) მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც ძველი ეკლესიის ნანგრევზე XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 7 | 4 | 3 |
2014[1] | 10 | 5 | 5 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 311.
- ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება): გზამკვლევი, თბ., 2000. — გვ.67.
- თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, კრებ. „დაბრუნება“, ტ. 2, თბ., 1991.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 69.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 43.
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II