ზაზა სხირტლაძე
ზაზა სხირტლაძე (დ. 7 სექტემბერი, 1957, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.
ზაზა სხირტლაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 სექტემბერი, 1957 (67 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე და პროფესორი |
მუშაობის ადგილი | The G. Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სასულიერო აკადემია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით.
1979-2004 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1985-1997 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ლექტორი. 1987-1998 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კავკასიოლოგიის კაბინეტის გამგე. 1988-1998 წლებში მუშაობდა თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგად. 1998-2009 წლეებში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგე. 2003 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის პროფესორი. 2006 წლიდან — ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 1996 წლიდან იყო გარეჯის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე. 2003 წლიდან — საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან — საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ენციკლოპედიის რედაქტორი (ხელოვნების მიმართულება). ოცი წიგნის, მათ შორის თოთხმეტი მონოგრაფია (1985-2020 წლებში), ორასამდე სტატიის, რეცენზიის, თეზისის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ბერთუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა“, დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „VIII-IX საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ძირითადი საკითხები. თელოვანის ჯვარპატიოსანი და გარდამავალი ხანის მხატვრული ტენდენციები“, დაიცვა 2003 წელს.