ბერთუბნის მონასტერი
ბერთუბნის მონასტერი — დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი. დაარსებულია XII საუკუნეში. აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო, რომელთა კედლებიც შემკულია XIII საუკუნის დასაწყისის მხატვრობით: გამოსახული არიან თამარ მეფე და ლაშა გიორგი, სატრაპეზოში ძირითადად ტრაპეზის თემაა გადმოცემული. აქვეა ეპიზოდი დავით გარეჯელის ცხოვრებიდან — „ლუკიანე წველის ირმებს“, ეს მოხატულობა მხატვრობის გარეჯის სკოლის განვითარების მწვერვალია; ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად მათში მკაფიოდ აისახა აყვავების ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ზოგადი თავისებურებანი. მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს[1].
ბერთუბნის მონასტერი | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°24′03″ ჩ. გ. 45°24′03″ ა. გ. / 41.40083° ჩ. გ. 45.40083° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | ![]() |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ლიტერატურარედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, გვ. 231-233, თბ., 2019 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 318.