ვოლოდიმირ გროისმანი

ვოლოდიმირ გროისმანი (უკრ. Володимир Борисович Гройсман; იდიშ. וואָלאָדימיר באָריסאָוויטש גרויסמאַן; დ. 20 იანვარი, 1978[1]) — უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2016 წლის 14 აპრილიდან 2019 წლის 19 აგვისტომდე.[2].

ვოლოდიმირ გროისმანი
Володимир Гройсман
ვოლოდიმირ გროისმანი Володимир Гройсман
უკრაინის მე-16 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 2016 – 19 აგვისტო, 2019
პრეზიდენტი  პეტრო პოროშენკო
წინამორბედიარსენი იაცენიუკი
მემკვიდრეალექსი გონჩარუკი

უკრაინის უმაღლესი რადის მე-11 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, 2014 – 14 აპრილი, 2016
წინამორბედიალექსანდრე ტურჩინოვი
მემკვიდრეანდრეი პარუბიი

უკრაინის რეგიონული განვითარების, სამშენებლო, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 თებერვალი, 2014 – 27 ნოემბერი, 2014
პრემიერ-მინისტრიარსენი იაცენიუკი
წინამორბედიგენადი ტემნიკი
მემკვიდრეგენადი ზუბკო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მარტი, 2006 – 27 თებერვალი, 2014
წინამორბედიალექსანდრე დომბროვსკი
მემკვიდრესერგეი მორგუნოვი

დაბადებული20 იანვარი, 1978 (1978-01-20) (46 წლის)
ვინიცა, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი (დღევანდელი უკრაინა)
მამაბორის გროისმანი
მეუღლეელენა გროისმანი
შვილებიიულია გროისმანი;
კრისტინა გროისმანი;
დავიდ გროისმანი
რელიგიაიუდაიზმი
ხელმოწერა
საიტიGovernment website

2006 წლის მარტიდან 2014 წლის თებერვლამდე, გროისმანი ვინიცის მერი იყო[3][4][5], 2014 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე კი — მას ორი თანამდებობა ეკავა: უკრაინის რეგიონული პოლიტიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი და რეგიონული განვითარების, სამშენებლო, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი. იგი აირჩიეს პარლამენტში, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერთა ბლოკის პარტიულ სიაში. გროისმანის შემდეგი თანამდებობა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეობა იყო, რომელიც 2014 წლის 27 ნოემბრიდან პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე, 2016 წლის 14 აპრილამდე ეკავა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული კარიერა

რედაქტირება

ვოლოდიმირ გროისმანი დაიბადა 1978 წლის 20 იანვარს, ებრაულ ოჯახში, ვინიცაში[6]. 1994 წელს, მან საკუთარი კარიერა დაიწყო, როგორც მცირე კერძო ბიზნეს-კომპანიის — „ОКО“-ს და კერძო საწარმოს — „Youth“-ის კომერციულ დირექტორი.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 29-ე საარჩევნო ოლქიდან იგი ვინიცის საკრებულოს წევრად აირჩიეს. საკრებულოში იგი მუშაობდა, როგორც საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონიერების, საბჭოს წევრთა საქმიანობის და ეთიკის მუდმივი კომიტეტის უფროსის მოადგილე. 2003 წელს, მან დაამთავრა პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2005 წლის 25 ნოემბერს, გროისმანი საკრებულოს ხელმძღვანელად და მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, იგი ქალაქის მერად აირჩიეს. ამავდროულად, იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მერი უკრაინის ადმინისტრაციული ცენტრის ისტორიაში[7] . 2010 წლის 10 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, იგი კიდევ ერთხელ აირჩიეს ქალაქის მერად, მეორე ვადით, როგორც უკრაინის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის — „Со́вість Украї́ни“-ის კანდიდატი, რომელმაც მოქალაქეებისგან ხმათა 77,81% მოიპოვა. ამავდროულად, გროისმანი უკრაინის ქალაქებისა და იურიდიულ საკითხთა საზოგადოების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

2010 წლის თებერვალში, ვოლოდიმირ გროისმანმა სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული აკადემია დაამთავრა, საზოგადოებრივი განვითარების მართვის სპეციალობით (განსაკუთრებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მართვა).

მთავრობის მინისტრი

რედაქტირება

2014 წლის 27 თებერვალს, ვოლოდიმირ გროისმანი რეგიონული პოლიტიკის ვიცე პრემიერ-მინისტრად და რეგიონული განვითარების, სამშენებლო, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრად დაინიშნა, იაცენიუკის მთავრობაში.

საპარლამენტო კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა აღნიშნულ მთავრობას, 2014 წლის 24 ივლისს დაიშალა და იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ იგი დაუყოვნებლივ ტოვებდა თანამდებობას[8][9][10][11]. თუმცა, პარლამენტმა მისი თანამდებობიდან გადადგომა არ მიიღო[12]. მიუხედავად ამისა, 2014 წლის 25 ივლისს, იაცენიუკის მთავრობამ გროისმანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა[13]. თუმცა, 2014 წლის 31 ივლისს, უკრაინის უმაღლესმა რადამ იაცენიუკის გადადგომა არ დაამტკიცა, რაგდანაც მის თანამდებობიდან წასვლას 450 დეპუტატიდან მხოლოდ 16-მა დაუჭირა მხარი[14].

უმაღლესი რადას თავმჯდომარე

რედაქტირება

2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ვოლოდიმირ გროისმანი პარლამენტში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც იგი პეტრო პოროშენკოს ბლოკის საარჩევნო სიის ათეულში მოხვდა[15][16].

2014 წლის 27 ნოემბერს, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სესიაზე, 313 დადებითი ხმით იგი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარედ აირჩიეს[17][18].

უკრაინის პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

საზოგადოების უკმაყოფილებისა და მისი მთავრობის ირგვლივ არსებული კორუფციის ბრალდებების გამო, 2016 წლის 10 აპრილს, იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა[19]. საპარლამენტო დებატების გამართვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 2016 წლის 14 აპრილს, ვოლოდიმირ გროისმანი უკრაინის მე-16 პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ვოლოდიმირ გროისმანი ქორწინებაშია. ჰყავს ორი ქალიშვილი — იულია და კრისტინა და ვაჟი — დავიდი[20]. იგი ვინიცის ებრაული თემის აქტიური წევრია.

ჯილდოები

რედაქტირება

ვოლოდიმირ გროისმანს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:

  •   მე-2 ხარისხის ღირსების ორდენი (27 ივნისი, 2012)[21].
  •   მე-3 ხარისხის ღირსების ორდენი (26 ივნისი, 2008)[22]
  •   პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერი (2011)[23].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Interfax-Ukraine. Hroisman as appointed Ukraine's acting prime minister. Kyiv Post. 24 July 2014
  2. Ukraine MPs approve Volodymyr Groysman as new PM
  3. http://www.vmr.gov.ua/en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-14. ციტირების თარიღი: 2016-04-15.
  4. http://www.coe.int
  5. http://www.heritageabroad.gov/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-23. ციტირების თარიღი: 2016-04-15.
  6. Russia and Ukraine at war — among the Jews anyway, Jewish Telegraphic Agency (27 March 2014)
  7. Ukrainian president taps Jewish politician to be next prime minister, Jerusalem Post (14 April 2016)
  8. Ukraine Prime Minister Resigns, as Kiev Moves Toward Elections. New York Times. ციტირების თარიღი: 24 July 2014.
  9. Rada speaker announces dissolution of parliamentary coalition, Interfax-Ukraine (24 July 2014)
  10. Ukrainian PM Yatseniuk announces resignation in parliament, Interfax-Ukraine (24 July 2014)
  11. Yatseniuk says collapse of Rada coalition means failure to pass laws on filling budget, Interfax-Ukraine (24 July 2014)
  12. Yatseniuk's statement of resignation sent to parliament - Hroisman, Interfax-Ukraine (25 July 2014)
  13. Government adopts resolution appointing Hroisman as Ukraine's acting PM, Interfax-Ukraine (25 July 2014)
    Deputy PM Hroisman appointed Ukraine's acting premier, says Avakov, Interfax-Ukraine (25 July 2014)
  14. Rada expresses confidence in PM Yatseniuk, Interfax-Ukraine (31 July 2014)
  15. General official results of Rada election, Interfax-Ukraine (11 November 2014)
    Central Election Commission announces official results of Rada election on party tickets, Interfax-Ukraine (11 November 2014)
  16. Petro Poroshenko Bloc: Facts and Details დაარქივებული 2016-04-27 საიტზე Wayback Machine. , Sputnik News (25.10.2014)
  17. Council elected a new speaker. Urkayinska Pravda. 27 November 2014
  18. Hroisman elected Rada speaker, Interfax-Ukraine (27 November 2014)
  19. Ukrainian PM Yatsenyuk resigns, UNIAN (10 April 2016)
    Ukraine Prime Minister Arseniy Yatsenyuk to resign, BBC News (10 April 2016)
  20. (რუსული) Short bio, LIGA
  21. Указ Президента України від 27 червня 2012 року № 417/2012 «Про відзначення державними нагородами України з нагоди Дня Конституції України»
  22. Указ Президента України від 26 червня 2008 року № 584/2008 «Про відзначення державними нагородами України»
  23. Володимир Гройсман отримав державну нагороду Республіки Польща
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ალექსანდრე დომბროვსკი
ვინიცის მერი
2006–2014
შემდეგი:
სერგეი მორგუნოვი
წინამორბედი:
გენადი ტემნიკი
უკრაინის რეგიონული განვითარების, სამშენებლო, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი
2014
შემდეგი:
გენადი ზუბკო
წინამორბედი:
ალექსანდრე ტურჩინოვი
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე
2014–2016
შემდეგი:
ანდრეი პარუბიი
წინამორბედი:
არსენი იაცენიუკი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი
2016
შემდეგი: