ვლადიმიროვკა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

ვლადიმიროვკა (ყოფილი კოდორი; აფხ. Кациқыҭ [კაციკიტი]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები:ესტონკა, შმათი, ხუმუშქური).

სოფელი
ვლადიმიროვკა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი ვლადიმიროვკა
კოორდინატები 42°53′30″ ჩ. გ. 41°13′57″ ა. გ. / 42.89167° ჩ. გ. 41.23250° ა. გ. / 42.89167; 41.23250
ადრეული სახელები კოდორი
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვლადიმიროვკა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვლადიმიროვკა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
ვლადიმიროვკა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ვლადიმიროვკა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს მდინარე კოდორის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 70 მ-ზე, გულრიფშიდან 18 კმ-ის დაშორებით.

ვლადიმიროვკა დააარსეს 1879 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩამოსახლებულმა ბულგარელებმა. მანამდე ამ ტერიტორიაზე იყო აფხაზური სოფელი კაცი. 1943-1955 წელს სოფელს ეწოდებოდა კოდორი. 1989 წლის აღწერით იყო 1579 მცხოვრები, 2011 წელს სეპარატისული რეჟიმის მიერ ჩატარებული აღწერით — 1676 მცხოვრები (სომხები 70,1 %, აფხაზები 12,1 %, რუსები 11,4 %, ქართველები 4,0 % და სხვ.).

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა

რედაქტირება