ვლადიმერ ხუბულური
ვლადიმერ დავითის ძე ხუბულური (დ. 13 იანვარი, 1908, გორი — გ. 29 მარტი, 1982, თბილისი) — ქართველი საბჭოთა გენერალ-მაიორი (1953). სკკპ წევრი 1942 წლიდან.
ვლადიმერ ხუბულური | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 13 იანვარი, 1908 |
დაბადების ადგილი | გორი, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 29 მარტი, 1982 (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
კუთვნილება | სსრკ |
სამხედრო სამსახურის წლები | 1926–1968 |
წოდება | გენერალ-მაიორი (1953) |
ბრძოლები/ომები | სსრკ-ფინეთის ომი, წითელი არმიის ლაშქრობა პოლონეთში, დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები |
1927 წელს დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა, 1939 წელს კი მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. მონაწილეობდა 1939–1940 წლების სსრკ-ფინეთის ომში, დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის დაპყრობაში. დიდი სამამულო ომის (1941–1945) თავი გამოიჩინა ლენინგრადის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში. 1942 წელს ამიერკავკასიის ფრონტზე მეთაურობდა ქართულ მსროლელ დივიზიას. 1946–1968 წლებში სამეთაურო თანამდებობები ეკავა. 1968 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ლენინის, „საპატიო ნიშნის“, წითელი დროშისა (2) და წითელი ვარსკვლავის (2) ორდენებით და სხვა ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 512.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმერ ხუბულური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Хубулури Владимир Давидович — Память народа.
- ვლადიმერ ხუბულურის ფოტო — ციფრული ფოტომატიანე.