ვლადიმერ ხამაშურიძე
ვლადიმერ ხამაშურიძე (დ. 31 მარტი, 1903, ქუთაისი — გ. ?) — ქართველი საოპერო მომღერალი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1943).
ვლადიმერ ხამაშურიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 მარტი, 1903 ქუთაისი |
საქმიანობა | მომღერალი |
დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და მუსიკალური სასწავლებელი. 1925–1928 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ვოკალური), 1928 წლიდან ლენინგრადის კონსერვატორიაში (ვოკალური).
მღეროდა კ. მაღრაძის გუნდში. 1926–1972 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ბანი). მის რეპერტუარში იყო: ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილი „დაისი“, „ლატავრა“), მაკარი (ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“), მგოსანი (დ. არაყიშვილი „თქმულება შოთა რუსთაველზე“), როსტომ–ბრძენი (გრ. კილაძე „ბახტრიონი“, 1936, პრემიერა), ნაკაშიძე–ვეზირი, მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძე „დარეჯან–ცბიერი“), ალისკანტი (ი. გოკიელი „პატარა კახი“, 1943, პრემიერა), მამამზე, როსტევანი (შ. მშველიძე „დიდოსტატის მარჯვენა“, „ამბავი ტარიელისა“), ამილახვარი (გრ. კილაძე „ლადო კეცხოველი“), ალმასხანი (ა. ბალანჩივაძე „მზია“, 1949, პრემიერა), მინდია (შ. აზმაიფარაშვილი „ხევისბერი გოჩა“), არწივი (ა. ანდრიაშვილი „ჩხიკვთა ქორწილი“, 1954, პრემიერა), მახრების მეფე (ა. ბუკია „დაუპატიჟებელი სტუმრები“), მეფე (ვერდი „აიდა“, 1934, ქართულ ენაზეც), კარდინალი (ჰალევი „რახილი“), მარსელი (მეიერბერი „ჰუგენოტები“), ვარლაამი (მუსორგსკი „ბორის გოდუნოვი“, 1945).