ვლადიმერ მიხეილის ძე ესებუა (დ. 1917, სოფ. გრიგოლიში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 19 ოქტომბერი, 1971, ზუგდიდი) — საბჭოთა კავშირის გმირი (17 ნოემბერი, 1943). უფროსი სერჟანტი (1944).

მუშაობდა კოლმეურნეობაში. 1937 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის (1939-1940) და მეორე მსოფლიო ომებში (გერმანიის და იაპონიის წინააღმდეგ). თავი გამოიჩინა ბრძოლებში ნოვოროსიისკისა და ტამანის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისათვის. ერთ-ერთი პირველი გადავიდა ქერჩის პლაცდარმზე, რისთვისაც მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მიღებული აქვს ასევე ლენინის ორდენი (1943) და მედლები. ომის შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობდა.

ლიტერატურა

რედაქტირება