ვლადიმერ დუმბაძე
ვლადიმერ ელიზბარის ძე დუმბაძე (დ. 1879, ზომლეთი, ოზურგეთის მაზრა , ქუთაისის გუბერნია — გ. 1936 ) — ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა პოლიტიკოსი.
ვლადიმერ დუმბაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1879 |
დაბადების ადგილი | ზომლეთი |
გარდაცვალების თარიღი | 1936 |
ბიოგრაფია
რედაქტირება1920 წლის 15 სექტემბრდან 1920 წლის 24 ოქტომბრამდე იყო აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
1922 წელს იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე; 1923–1927 წლებში იყო საქართველოს პროფსაბჭოს მდივანი, შრომის სახელმწიფო კომისარი, მუზეუმის დირექტორი და სხვა. იყო საქართველოს კომპარტიის ცეკას წევრი. 1927 წელს პარტიიდან გარიცხეს და სამი წლით გადაასახლეს ყირიმში. 1934 წლის 26 დეკემბერს კვლავ დააპატიმრეს და 1935 წლის 4 აპრილს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ის შუა აზიაში გადაასახლეს. საკონცენტრაციო ბანაკში ავადმყოფობისა და შიმშილისგან გარდაიცვალა.[1] რეაბილიტირებულია სხვადასხვა მონაცემებით 1989 ან 1992 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 430, ISBN 99928-20-32-2.