ვიქტორია ბადენელი
ვიქტორია ბადენელი (გერმ. Viktoria von Baden, შვედ. Victoria av Baden; დ. 7 აგვისტო, 1862, კარლსრუე, ბადენის დიდი საჰერცოგო, გერმანია — გ. 4 აპრილი, 1930, რომი, იტალია) — ცერინგენების დინასტიის წარმომადგენელი. ბადენის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ I-ის ასული. შვედეთის დედოფალი 1907-1930 წლებში როგორც მეფე გუსტავ V-ის მეუღლე. შვედეთის მეფე გუსტავ VI ადოლფის დედა.
ვიქტორია ბადენელი | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 დეკემბერი, 1907 |
მმართ. დასასრული: | 4 აპრილი, 1930 |
წინამორბედი: | სოფია ნასაუელი |
მემკვიდრე: | ლუიზა მონბატენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 აგვისტო, 1862 |
დაბ. ადგილი: | კარლსრუე, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 4 აპრილი, 1930, (67 წლის) |
გარდ. ადგილი: | რომი, იტალია |
მეუღლე: | გუსტავ V, შვედეთის მეფე |
შვილები: | გუსტავ VI, შვედეთის მეფე |
სრული სახელი: | სოფია მარია ვიქტორია |
დინასტია: | ცერინგენები |
მამა: | ფრიდრიხ I, ბადენის დიდი ჰერცოგი |
დედა: | ლუიზა პრუსიელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავიქტორია დაიბადა 1862 წლის 7 აგვისტოს კარლსრუეში. იგი იყო ბადენის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ I-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუიზა პრუსიელის ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი იყო პრუსიის მეფე და გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ისა და დედოფალ ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელის შვილიშვილი.
1881 წლის 20 სექტემბერს იგი ცოლად შერთეს შვედეთისა და ნორვეგიის კრონპრინც გუსტავ ბერნადოტს, მეფე ოსკარ II-ისა და დედოფალ სოფია ნასაუელის უფროს ვაჟს.
წყვილის ქორწინება ბედნიერი და ერთობ ნაყოფიერი აღმოჩნდა. სულ რამდენიმე წელიწადში ვიქტორიამ ზედიზედ სამი ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა, თუმცა მესამე მშობიარობის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შემდეგ ექიმებმა მას დაორსულება აუკრძალეს. ამ სტრესისაგან თავის დასაღწევად და განსატვირთად წყვილი მალევე გაემგზავრა ეგვიპტეში. აქ იგი დაინტერესდა არქეოლოგიით და დაიწყო ეგვიპტური სიძველეების შეგროვება, რომლებიც მოგვიანებით მან უფსალას უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის კათედრას შესწირა. აღსანიშნავია, რომ ამ არტეფაქტების გამოფენის ნება კრონპრინცესამ უნივერსიტეტს მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ დართო, რის გამოც ამ კათედრას „ვიქტორიას ეგვიპტურ სიძველეთა მუზეუმი“ ეწოდა. ეს მუზეუმი დღემდე ფუნქციონირებს უფსალას უნივერსიტეტში.
ეგვიპტის მცხუნვარე კლიმატი ვიქტორიამ დიდ ხანს ვერ აიტანა, რაც მის ჯანმრთელობაზეც აისახა, ამიტომაც ის და გუსტავი ერთ წელიწადში დაბრუნდნენ შვედეთში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მათ ქორწინებაში ბზარების გაჩენა. ვინაიდან ვიქტორიას ბავშვების გაჩენა აეკრძალა, გუსტავმა თამამად გამოააშკარავა თავისი ჰომოსექსუალური მიდრეკილებები. ამის პარალელურად, 1890 წლიდან ვიქტორია ძალიან დაუახლოვდა თავის ექიმ აქსელ მუნტეს, რომელზეც დადიოდა ჭორები, რომ კრონპრინცესასთან იწვა, თუმცა ეს ფაქტი ისტორიულად დადასტურებული არაა.
პირველ მსოფლიო ომამდე ვიქტორია დიდ დროს ატარებდა შვედურ კუნძულებზე, სადაც საზაფხულო ვილებში თავის საყვარელ ექიმთან ერთად დადიოდა ხოლმე.
1907 წელს, მამამთილის გარდაცვალების შემდეგ მეფე მისი ქმარი, გუსტავ V გახდა, ვიქტორია კი შვედეთის დედოფლად გვევლინება. მსოფლიო ომმა ვიქტორია და მუნტე ერთმანეთს შვიდი წლით დააშორა, თუმცა ისინი ერთმანეთს შვიდი წლით დააშორა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ისინი ერთმანეთს მაინც ეკონტაქტებოდნენ წერილების მეშვეობით.
1920 წლიდან დედოფალმა ვიქტორიამ დატოვა შვედეთი და რომში გადასახლდა, სადაც დარჩენილი ცხოვრება მუნტესთან ერთად გაატარა. 1928 წელს იგი თავის ძმას, ბადენის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ II-ს შეხვდა, რომლის ბაღების მაგალითითაც ბრძანა შვედეთის სამეფო ბაღების მოწყობა. დედოფალი ვიქტორია 1930 წლის 4 აპრილს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა რომში, მუნტეს გვერდით. იგი 1932 წელს მისმა ვაჟებმა გადაასვენეს და შვედეთში, მის მიერ მოწყობილ ბაღებში დაკრძალეს.
აღსანიშნავია, რომ მის პატივსაცემად ჰქვია სახელი შვედეთის დღევანდელ კრონპრინცესა ვიქტორიას.
შვილები
რედაქტირება- გუსტავ VI (1882-1973), შვედეთის მეფე 1950-1973 წლებში. პირველად იქორწინა მარგარეტ კონათელზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის დანიის დედოფალი ინგრიდ შვედი. პირველი დაქვრივების შემდეგ მეორედ დაქორწინდა ლუიზა მონბატენზე, თუმცა მასთან შვილები აღარ ეყოლა;
- ვილჰელმი (1884-1965), სოდერმანლანდის ჰერცოგი. ცოლად შეირთო რუსეთის დიდი მთავარი მარია პავლეს ასული რომანოვა, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ერიკი (1889-1918), ვასტერმანლანდის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
ლიტერატურა
რედაქტირება- Lars Elgklou (1978). Bernadotte. Historien - eller historier - om en familj [Bernadotte. The history - or stories - of a family.] (in Swedish). Askild & Kärnekull Förlag AB. p. 128. ISBN 91-7008-882-9.
- Während dieser Reise verschlechterte sich ihre Ehe wegen einer Liaison mit dem Adjutanten des Kronprinzen Freiherr Gustav von Blixen-Finecke (1857–1909). Die Ehe verblieb kühl, ihre Pflichten als Kronprinzessin und Königin vergaß sie allerdings nicht. Quelle: Bakom den Gyllene fasaden – Gustav V och drottning Victoria – ett äktenskap och en epok. Gustav von Platen, Bonniers förlag 2002, ISBN 91-0-058048-1.
- Thomas Steinfeld: Der Arzt von San Michele, Axel Munthe und die Kunst, dem Leben einen Sinn zu geben. München 2007.