ფრიდრიხ II (ბადენის დიდი ჰერცოგი)
ფრიდრიხ II (გერმ. Friedrich II. von Baden; დ. 9 ივლისი, 1857, კარლსრუე — გ. 9 აგვისტო, 1928, ბადენვაილერი) — ბადენის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი 1907 წლიდან 1918 წლამდე.
ფრიდრიხ II | |
---|---|
გერმ. Friedrich II. von Baden | |
ბადენის მე-7 დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 სექტემბერი, 1907 |
მმართ. დასასრული: | 22 ნოემბერი, 1918 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ I |
მემკვიდრე: | ტიტული გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1857 წლის 9 ივლისი |
დაბ. ადგილი: | კარლსრუე |
გარდ. თარიღი: | 1928 წლის 9 აგვისტო |
გარდ. ადგილი: | ბადენვაილერი |
მეუღლე: | ჰილდა ფონ ლუქსემბურგი |
დინასტია: | ცერინგენები |
მამა: | ფრიდრიხ I |
დედა: | ლუიზა პრუსიელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაახალგაზრდობა და განათლება
რედაქტირებაფრიდრიხი იყო დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ I-სა და ლუიზა პრუსიელის შვილი. ის სასწავლებლად გაგზავნილ იქნა დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხის გიმაზიაში, კარლსრუეში, თერთმეტ სხვა სტუდენტთან ერთად. ფრიდრიხი ძალიან ჩაკეტილი, არაკონტაქტური იყო და დიდ ინტერესს არ იჩენდა იმ საგნებისადმი, რომელსაც ასწავლიდნენ. 1875 წელს მან მიატოვა სწავლა და სამხედრო სამსახური დაიწყო ბადენის პირველ ლეიბ-გრენადერთა №109 პოლკში, კარლსრუეში, ლეიტენანტის წოდებით.
რომში და სიცილიაში მოგზაურობის შემდეგ (1875 წ.), ფრიდრიხმა სწავლა ჰაიდელბერგში გააგრძელა, სადაც მან შეისწავლა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და იურიდიული მეცნიერებები, ასევე _ ისტორია. ამის შემდეგ მან სწავლა ბონში განაგრძო, სადაც ის თავისი ბიძაშვილის, პრინც ვილჰელმის თანაკურსელი იყო, რომელიც რომელიც მოგვიანებით იმპერატორი გახდა. 1878-1879 წლებში ფრიდრიხი ფრაიბურგში სწავლობდა. როგორც სასკოლო მოღვაწეობის დროს, ისე უნივერსიტეტში მას დიდი ინტერესი არ გამოუჩენია სწავლისადმი. ის ვერ სწავლობდა ისე, როგორც მისი თანაკურსელები და ხშირად აცდენდა ლექციებს.
ქორწინება
რედაქტირება1885 წლის 20 სექტემბერს ფრიდრიხი დაქორწინდა პრინცესა ჰილდა ფონ ნასაუზე. ქორწილი ლენგრისის სასახლეში შედგა, რომელიც ნასაუს სახლის საკუთრებად ითვლება. ჰილდა იყო ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის, ადოლფ ფონ ნასაუს ქალიშვილი, რომლის საჰერცოგოც 1866 წელს, პრუსია-ავსტრიის ომის დროს, იქნა ანექსირებული. ისინი ვერასოდეს სარგებლობდნენ ისეთი პოპულარობით, როგორც ჰერცოგი ფრიდრიხ I და დიდი ჰერცოგინია ლუიზა. ფრიდრიხისა და ჰილდას ქორწინება უშვილო გამოდგა.
მმართველობა
რედაქტირება1881 წლის ნოემბრიდან 1882 წლის ოქტომბრამდე ფრიდრიხმა რეგენტობა მიიღო, რადგან მამამისი მძიმედ დაავადდა ტიფით. 1907 წლის 28 სექტემბერს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ფრიდრიხ II-მ მართვის სადავეები სრულიად ჩაიბარა. მან თავისი წინამორბედის ლიბერალური პოლიტიკა გააგრძელა. მისი მმართველობის დროს დაარსდა მანჰაიმის უმაღლესი სკოლა, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა მანჰაიმის უნივერსიტეტი.
უკანასკნელი წლები
რედაქტირებამის მიერ გვირგვინზე უარის თქმის შემდეგ, ფრიდრიხ II-მ და ჰილდამ ცხოვრება ლაგენშტაინის ციხე-სიმაგრეში დაიწყეს, როგორც გრაფ რობერტ დუგლასის სტუმრებმა, ხოლო 1920 წლიდან ფრაიბურგში გადავიდნენ.
ჯილდოები
რედაქტირებაბადენური:
უცხოური:
ლიტერატურა
რედაქტირება- უვე ა. ოსტერი: Великие герцоги Бадена (1806-1918). (Uwe A. Oster: Die Großherzöge von Baden (1806–1918), Regensburg 2007 (Verlag Friedrich Pustet, ISBN 3-7917-2084-8. EAN: 9783791720845))