ვიკინგები გალისიაში

ვიკინგები გალისიაში [1] IX-XII საუკუნეებში თარეშობდნენ. ამ პერიოდში მათ მიაღწიეს ზღვებზე ბატონობას და აწარმოებდნენ ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე არსებულ დასახლებებზე თავდასხმებს. ისინი ატლანტიკის ოკეანის გავლით აღწევდნენ ხმელთაშუა ზღვაში და გზად გალისიასსაც არბევდნენ. იმ დროის ტექსტებში ვიკინგები მოხსენიებული არიან როგორც: normandos ან lordimani.

ვიკინგების ქანდაკება კატოირაში.

ვიკინგების ესპანეთის ტერიტორიაზე ყოფნა დამოწმებული წერილობითი წყაროებით, ასევე აღმოჩენილია ვიკინგების გემების არქეოლოგიური ნაშთები. მდინარეების გასწვრივ აღმოჩენილია ირლანდიაში არსებული ლონგპორტების ანალოგიური ხის ციხე-სიმაგრეები, რომლებსაც ვიკინგები გემთმშენებლობისთვის იყენებდნენ.[2]

პირველი შეჭრა

რედაქტირება

გალისიაში ვიკინგების პირველი შეჭრა ბერტინალის ანალების (Annales Bertiniani) მიხედვით 844 წლის აგვისტოში მოხდა. ვიკინგებმა სანაპირო ზოლში მდებარე რამდენიმე სოფლის გაძარცვის რის შემდეგ მათ წინააღმდეგ ასტურიის მეფე რამირო I ჯარი გააგზავნა. ქრონიკების მიხედვით 844 წელს დღევანდელ ხიხონსა და ლა-კორუნიასთან მათ შორის მოხდა ორი მცირე შეტაკებება.[3] რამირო I-ის ჯარმა შეძლო ვიკინგების შეტევების მოგერიება,[4] რის შემდეგაც მათ გზა ლისაბონისკენ გააგრძელეს.[5] ამ პერიოდს ეკუთვნის ლეგენდა მღვდელმთავარ გონსალოზე, რომელის ლოცვის შემდეგაც მდინარე მასიმაში შემოსული ვიკინგების გემების უმეტესობა ჩაიძირა.

მეორე შეჭრა

რედაქტირება

ვიკინგები გალისიაში 859 წელს ორდონიო I-ის მეფობის დროს დაბრუნდნენ.[5] ეს იყო ასობით გემისგან შემდგარი ექსპედიცია, რომელიც ესპანეთის სანაპიროებთან საფრანგეთის გავლით მივიდა. ირია ფლავიას გაზარცვის შემდეგ ისნი გაემართნენ სანტიაგო-დე-კომპოსტელას მიმართულებით და მოაქციეს ალყაში. მეზობელმა დასახლებებმა დარბევისგან გადასარჩენად ვიკინგებს ხარკი გადაუხადეს. ვიკინგების წინააღმდეგ მხოლოდ დონ პედრო გამოვიდა, რომელმაც ისინი დაამარცხა და გაუნადგურა 38 გემი. გადარჩნილები წავიდნენ სამხრეთისკენ. ამ შემოჭრის შედეგად საეპისკოპოსო ტახტი ირია ფლავიადან სანტიაგო-დე-კომპოსტელაში გადავიდა.

გვიანდელი შეჭრები

რედაქტირება

951 წიკინგები ისევ გამოჩნდნენ გალისიის სანაპიროებთან. ამ დროისთვის გალისიის ქალაქების დაცვა უფრო გაძლიერებული იყო და მათ შეეძლოთ თავისდაცვა. შემდგომი შეჭრა მოხდა 964 წელს.

ბოლო და ველაზე დამანგრეველი შეტევა მოხდა ოლაფ ჰარალდსონის (რომელიც შემდეგ გახდა ნორვეგიის მეფე ოლაფ II) ხელმძღვანელობით მოხდა 1015 წელს. მან გაანადგურა გალისიის ოთხი დიდი ქალაქი: კასტროპოლი, ბეტანსოსი, რიბას-დე-სილი და ტუი.[6]

  1. Tamén denominados normandos ou lordimani, nos documentos galegos da época das vagas.
  2. Digging up the 'Spanish Vikings'. University of Aberdeen (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 22 June 2015
  3. Albornoz, Claudio Sánchez (1985). „Chapter VI: Tras cuarenta años de paz interior“, Orígenes de la nación española: el Reino de Asturias (Spanish). Madrid: Sarpe. ISBN 978-84-7291-739-2. 
  4. Collins, Roger (2012). „Ramiro I (842-850)“, Caliphs and Kings: Spain, 796-1031. John Wiley & Sons, გვ. 70–72. ISBN 978-1-118-27399-9. ციტირების თარიღი: 8 July 2012. 
  5. 5.0 5.1 Rolf Scheen: Viking raids on the Spanish Peninsula Revistas / Militaria.
  6. Vikings and Pilgrims in Galicia დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine. Pilegrim.no