სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რამირო I (მრავალმნიშვნელოვანი).

რამირო I (ესპ. Ramiro I; დ. 790 — გ. 850) — ასტურიის მეფე 842-850 წლებში ბერმუდო I-ის ვაჟი.

რამირო I
Ramiro I

რამირო I-ის ქანდაკება მადრიდში
ასტურიის სამეფოს მე-10 მეფე
მმართ. დასაწყისი: 842
მმართ. დასასრული: 850
წინამორბედი: ალფონსო II
მემკვიდრე: ორდონიო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 790
გარდ. თარიღი: 850
მამა: ბერმუდო I
დედა: უსენდა

მთელი თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში იგი მდიდარი მაგნატების დაშოშმინებას მოუნდა. ებრძოდა ყაჩაღებს, კოცონზე წვავდა ჯადოქრობაში ბრალდებულ პირებს.

843 წელს წარმატებით მოიგერია ნორმანების თავდასხმა კორუნიაში.

მეფე რამირო I ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველი ქორწინებიდან მისი შვილი იყო ორდონიო I და გატონი, ხოლო მეორე ქორწინებიდან როდრიგო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება