ბერმუდო I
ბერმუდო I (ესპ. Bermudo I; დ. დაახლ. 750 — გ. 797) — ასტურიის მეფე 789–791 წლებში.
ბერმუდო I | |
---|---|
Bermudo I el Diacono | |
მარმარილოს ქანდაკება მადრიდში | |
ასტურიის სამეფოს მე-8 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 789 |
მმართ. დასასრული: | 791 |
წინამორბედი: | მაურეგატო |
მემკვიდრე: | ალფონსო II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 750 |
გარდ. თარიღი: | 797 |
გარდ. ადგილი: | ოვიედო |
მეუღლე: | ოსენდა |
შვილები: | რამირო I, გარსია, ქრისტინა |
დინასტია: | პერესების დინასტია |
ბერმუდო მეფე აურელიუსის უმცროსი ძმა და ქრონიკების მიხედვით დიაკვანი იყო. 789 წელს მეფე მაურეგატო გარდაიცვალა, ასტურიელი თავადების თხოვნით ბერმუდომ მონასტერი დატოვა და მეფე გახდა. ეს იყო გოთური სამართლის დარღვევის პირველი შემთხვევა, რომელიც უკრძალავდა სასულიერო პირებს მეფობას.
ბერმუდომ, უპირველეს ყოვლისა, ალავაში გადახვეწილი ალფონსო, ფრუელა I-ის ვაჟი დაიბარა და არმიის მხედარმთავრად დანიშნა. ალფონსოს მიერ არაბების რამდენიმეჯერ დამარცხების შემდეგ, ბერმუდომ 791 წელს მის სასარგებლოდ უარი თქვა ტახტზე და მინისტრი გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ასტურიის მეფეები 718-914 წწ.
- Астурия. Реконкиста. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-27. ციტირების თარიღი: 2012-05-12.
- Хроника Альфонсо III. Восточная литература. ციტირების თარიღი: 16.7.2011.