ვიზიროვკა
ვიზიროვკა — სოფელი საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ირაგის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თორნისწყლის (ხრამის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
სოფელი დაარსეს XIX საუკუნის II ნახევარში ოსმალეთის ტრაპიზონის პროვინციიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. 1990-იან წლებში ბერძნული მოსახლეობის ემიგრაციის გამო სოფელში მუდმივი მოსახლეობა აღარაა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 407.
- ვიზიროვკა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II