ვეჯინის ნამოსახლარი

ვეჯინის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ტყიანი მთის ფერდობზე. განეკუთვნება XII-XIII საუკუნეებს. ძეგლი 2008 წელს აღმოაჩინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სამსახურმა.

ნამოსახლარს საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. ზედაპირულად შეგროვდა: სხვადასხვაფრად მოჭიქული და მოუჭიქავი წითელკეციანი კერამიკის (ჯამების, ლანგრების, დოქების, ხელადების, ქოთნების, ქვაბ–ქოთნების, სამარილეების, ჭრაქების და სხვების) ფრაგმენტები; ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის ნატეხები; მინის სამაჯურები და სხვები. მრგვალი კერამიკული სოლების, კავების და ნახევარფაბრიკატების (მ. შ. წუნდებულის) აღმოჩენა ამ ტერიტორიაზე მძლავრი სამეთუნეო ქურის არსებობაზე მიუთითებს.

მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება