ვესიოლოვკა
ვესიოლოვკა, ბჟილვა (აფხ. Бжьылҩа; 1944-1955 წლებში სალხინო) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ანუხვის თემი).
სოფელი | |
---|---|
ვესიოლოვკა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ანუხვა |
კოორდინატები | 43°08′03″ ჩ. გ. 40°48′44″ ა. გ. / 43.13417° ჩ. გ. 40.81222° ა. გ. |
ადრეული სახელები | სალხინო |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 340 მ-ზე, გუდაუთიდან 27 კმ-ში, ახალი ათონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კმ-ში.
XX საუკუნის დასაწყისში აქ ჩამოყალიბებულ, ძირითადად სომხებით დასახლებულ სოფელს ეწოდა ვესიოლოვკა, 1944-1955 წლებში — ქართული „სალხინო“. ადგილის აფხაზური დასახელებაა ბჟილვა (ბჟილუა). 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 86 მცხოვრები. სოფლის მიდამოებში მდებარეობს შუა საუკუნეების ბჟილვის ციხის ნანგრევები. 2022-2023 წლებში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლინდა სოფლის ტერიტორიაზე გამოვლინდა შუა საუკუნეების სატაძრო ნაგებობის ნაშთები.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 258.
- Пачулиа В., Исторические памятники Абхазии, их значение и охрана, М., 1968. — с. 112.