ველისასოფელი საქართველოში (სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული), ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ველისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
თემი ლარგვისი
კოორდინატები 42°21′25″ ჩ. გ. 44°24′32″ ა. გ. / 42.35694° ჩ. გ. 44.40889° ა. გ. / 42.35694; 44.40889
ცენტრის სიმაღლე 1500
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ველისა — საქართველო
ველისა
ველისა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ველისა
ველისა — ახალგორის მუნიციპალიტეტი
ველისა

მდებარეობს მდინარე ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1500 მ-ზე, ახალგორიდან 38 კმ-ში.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ველისა იხსენიება ჭურთის ხეობის სოფლებს შორის იოჰან გიულდენშტედტის მოგზაურობის წიგნში (XVIII ს.) და იოანე ბატონიშვილის აღწერაში (1803).[1] 1922-1990 წლებში ველისა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში, 1990 წლიდან (ოლქის გაუქმების შემდეგ) — ახალგორის მუნიციპალიტეტში. 1979 წელს სოფელში იყო 3 მცხოვრები (ოსები). 1989 და 2002 წლების აღწერების მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მაისურაძე ს., ქსნის ხეობის ოსური მოსახლეობა მე-18 საუკუნესა და მე-19 საუკუნის დასაწყისში (ნაშრომი საქართველოს ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად), გორი, 2020. — გვ. 64.
  2. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის რიცხოვნობა.