ვახტანგ ბალავაძე (პოლიტიკოსი)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ვახტანგ ბალავაძე (პოლიტიკოსი)}} |
ვახტანგ ბალავაძე (დ. 23 აგვისტო 1978, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, ინჟინერი და მეწარმე. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 2012 წლის 13 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე.
ვახტანგ ბალავაძე | |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 აგვისტო, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ვანო მერაბიშვილი |
წინამორბედი | ალექსანდრე ხეთაგური |
მემკვიდრე | კახა კალაძე |
დაბადებული | 23 აგვისტო, 1978 (42 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2017-ამდე) ევროპული საქართველო (2017-დღემდე) |
მამა | ნოდარ ბალავაძე |
დედა | ნანა დოლიძე |
მეუღლე | ანა ხომერიკი |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი |
განათლება
რედაქტირებავახტანგ ბალავაძე 1984 -1995 წლებში თბილისის #140-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. 1995 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის დეპარტამენტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1999 წელს დაასრულა და ინჟინერ-ეკონომისტის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.
2000-2002 წლებში ვახტანგ ბალავაძემ სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მშენებლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის სამშენებლო ფაკულტეტზე, ასევე წარჩინებით დასრულების შემდეგ, მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
2006 წელს ვახტანგ ბალავაძე გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებავახტანგ ბალავაძემ პოლიტიკური საქმიანობა 1998 წლიდან დაიწყო პოლიტიკური გაერთიანებაში „მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი“, სადაც 1998-1999 წლებში რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორად მუშაობდა, ხოლო 1999-დან 2000 წლამდე იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2000-2001 წლებში უკვე რეგიონული დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 2001-დან 2002 წლამდე პარტიის გენერალური მდივანი იყო.
2001 წლიდან ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურ-სოციალურმა კრიზისმა ყველაზე გავლენიანი პარტიის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ დაშლა განაპირობა. მმართველ გუნდს გამოეყო სამი ახალი ძალა - „ახალი მემარჯვენეები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“. სწორედ ამ უკანასკნელის ჯგუფში იყო ვახტანგ ბალავაძე, რომელიც თანამონაწილე იყო 2002 წელს ახალი პარტიის შექმნისა. 2002-2004 წლებში სხვადასხვა პოზიცია ეკავა. მათ შორის იყო პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატთა კავშირის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და „ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე.
2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ახალი ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სახელით. ბლოკმა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. 2004-2008 წლებში იყო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“ - ფრაქციის მდივანი, 2006 – 2008 წლებში სათათბიროს სპიკერი. მოგვიანებით, ცვლილება განხორციელდა ბლოკის რეგისტრაციაში და 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2008-2012 წლებში იყო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ფრაქციის წევრი. 2012 წლის 13 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე საქართველოს ენერგეტიკისა დ აბუნებრივი რესურსების მინისტრი იყო. 2012-2017 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
2017 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილმა პარტიულმა კრიზისმა განაპირობა განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფის გამიჯვნა და ახალი პოლიტიკური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ჩამოყალიბება. თანაგუნდელებთან ერთად პოლიტიკური პროცესის მონაწილე იყო ვახტანგ ბალავაძე, რომელიც 2017-2018 წლებში „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო 2018 წელს დამფუძნებელი საბჭოს წევრი გახდა.
საკანონმდებლო კარიერა
რედაქტირებავახტანგ ბალავაძე 2004- 2012 წლებში საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2004, 2008) დეპუტატი იყო.
2004-2008 წლებში მე-6 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში შევიდა პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან ,,ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. ამ წლების განმავლობაში მუშაობდა 4 კომიტეტში: აქედან 2004-2005 წლებში როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე 2005- 2008 წლებში - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და 2006-2007 წლებში - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი იყო; ხოლო 2007 – 2008 წლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2008-2012 წლებში მე-7 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ ბალავაძე პარტიული სიით შევიდა სარჩევნო ბლოკიდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ და ამ პერიოდში, 2008 -2009 წლებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების წევრი; 2009 – 2010 წლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2010 -2012 წლებში აირჩიეს რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარედ.
საპარლამენტო კომისიები
რედაქტირებავახტანგ ბალავაძე საკანონმდებლო საქმიანობისას აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო კომისიების მუშაობაში.
2006-2007 წლებში ის გახლდათ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი; იმავე კომისიის წევრი იყო მომდევნო წელსაც, რომელიც უკვე 2007 – 2008 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის საქმიანობას შეისწავლიდა.
2009 წელს „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი;
2011 წლის 17-05-დან 17-06-მდე „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი;
2011 წლის 11-11-დან 11-12-მდე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი;
2011 წლის 11-11-დან 11-12-მდე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი;
2012 წლის 30-03-დან -30-04-მდე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი;
2012 წლის 08-05-დან 08-06-მდე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი.
საპარლამენტო ჯგუფები
რედაქტირებასაქართველოს პარლამენტის ორივე მოწვევის პერიოდში ვახტანგ ბალავაძე როგორც დეპუტატი 10 საპარლამენტო ჯგუფში იყო წარმოდგენილი:
2005-2008 წლებში დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი;
2008 – 2012 წლებში რუმინეთის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის წევრი;
2009 – 2012 წლებში პოლონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;
2010-2012 წლებში პოლონეთის პარლამენტთან მეგობრობისა და ქუვეითის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების წევრი;
2011-2012 წლებში ხორვატიის რესპუბლიკის, ავსტრალიის თანამეგობრობისა და არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების წევრი.
საპარლამენტო დელეგაციები
რედაქტირებავახტანგ ბალავაძე სხვადასხვა დროს საპარლამენტო დელეგაციებში წარმოდგენილი იყო როგორც დელეგაციის წევრის, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით. 2006 – 2008 წლებში სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო, ისევე როგორც 2008 – 2012 წლებში ეუთოსა და 2009 -2012 წლებში სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო დელეგაციების წევრი; 2010 -2012 წლებში კი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამ-ი), საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ვახტანგ ბალავაძე 2004- 2008 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.
საკანონმდებლო ინიციატივები
რედაქტირებავახტანგ ბალავაძის მიერ საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა დროს ინიციირებულია 24 საკანონმდებლო ინიციატივა.
მათ შორის, აქტიურად მუშაობდა „გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციასა“ და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“. ჩართული იყო საფინანსო- საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ თემებთან - „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.
ვახტანგ ბალავაძის სახელს უკავშირდება რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობებთან დაკავშირებული საკითხების ინიციირებაც - „საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“.
ვახტანგ ბალავაძე ასევე მუშაობდა ტექნიკურ-დარგობრივ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციირებაზე. კერძოდ - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
აკადემიური საქმიანობა
რედაქტირებავახტანგ ბალავაძე 2006-2008 წლებში სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალის ,,მშენებლობა“ სარედაქციო კოლეგიის წევრი გახდა, მოგვიანებით კი 2014-2016 წლებში საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო-სამეცნიერო ,,ხიდსაცდელი ცენტრი“ -ს წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული 80-მდე ხიდის გამოკვლევა-გამოცდაში.
2014-2016 წლებში ვახტანგ ბალავაძე, პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო (საფაკულტეტთაშორისო) დეპარტამენტში მუშაობდა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
2016-2019 წლებში ვახტანგ ბალავაძე, პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საგანმანათლებლო საქმიანობას აგრძელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის სამშენებლო ფაკულტეტზე.
2019 წლიდან ვახტანგ ბალავაძე „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- საქართველო“ იწყებს მუშაობას და ლექციების წაკითხვას მშენებლობის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე.
პროფესიული (საინჟინრო) გამოცდილება და კარიერა
რედაქტირება2015 წელს ვახტანგ ბალავაძემ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია „Force” დააფუძნა, სადაც დღემდე პროექტების მთავარი მენეჯერია.
2016 წლიდან ვახტანგ ბალავაძემ პარალელურად მუშაობა დაიწყო საპროექტო კვლევა-ძიებით ფირმაში ,,კავტრანსპროექტი“ ინჟინერ-კონსულტანტის პოზიციაზე.
ვახტანგ ბალავაძე საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და ამერიკული სამშენებლო მენეჯმენტის ასოციაცია (CMAA) - წევრია, ასევე საქართველოს ინჟინერ-კონსულტანტთა ასოციაციის და სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკული საზოგადოება ASCE, სამშენებლო ინსტიტუტი CI წევრი.