ვაშაყმაძეები (ხულოს მუნიციპალიტეტი)
ვაშაყმაძეები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში (ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეული).[2]
სოფელი | |
---|---|
ვაშაყმაძეები | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხულოს მუნიციპალიტეტი |
თემი | ღორჯომი |
კოორდინატები | 41°42′10″ ჩ. გ. 42°22′38″ ა. გ. / 41.70278° ჩ. გ. 42.37722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა | 121[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 16 კმ-ით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მეცხოველეობა. სოფელს ემსახურება მეკეიძეების საჯარო სკოლა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სოფელს.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 121 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 231 | 107 | 124 |
2014[1] | 121 | 53 | 68 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 200.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 327.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II