ვასილ იანი
ვასილ იანი (რუს. Васи́лий Григо́рьевич Ян; ნამდვილი გვარი იანჩევეცკი; დ. 4 იანვარი, 1875 [ძვ. სტ. 23 დეკემბერი, 1874], კიევი, რუსეთის იმპერია — გ. 5 აგვისტო, 1954, ზვენიგოროდი, რსფსრ, სსრკ) — რუსი საბჭოთა მწერალი, ისტორიული რომანების ავტორი.
ვასილ იანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 დეკემბერი, 1874 (4 იანვარი, 1875)[1] [2] |
დაბადების ადგილი | კიევი[3] [1] |
გარდაცვალების თარიღი | 5 აგვისტო, 1954[3] [4] [5] [6] [1] [7] [2] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ზვენიგოროდი[3] [1] |
დასაფლავებულია | ვაგანკოვოს სასაფლაო |
ფსევდონიმი | В. Садко, В. Я., В. Я-й, В. Я-ий, В. Ян-кип, В. Я-Цкий, В. Янн, В. Янч-ий, В. Янч-й, Вас. Я-й, Василий Садко, С-э, Садко და Точка |
საქმიანობა | მწერალი[6] , ჟურნალისტი, პროზაიკოსი, სცენარისტი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და მასწავლებელი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | Gustav Adolf Grammar School |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
Magnum opus | The Mongol Invasion (trilogy) |
ჯილდოები | სტალინური პრემია, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, Order of Saint Anna, 3rd class with swords, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი |
1897 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. იმოგზაურა ჩრდილო და ცენტრალურ რუსეთში. ორი წელი ფეხით დადიოდა სოფელ-სოფელ, მონადირეთა და მეთევზეთა დაბებში და დნეპრის მეტივეებთან. ამ გზით შეიძინა მან რუსი ხალხის ზნე-ჩვეულებისა და ენის ღრმა ცოდნა. თავის შენიშვნებს იგი გაზეთებში ბეჭდავდა. 1901 წელს ვასილ იანმა ცხენით გადაიარა ყარაყუმის ქვიშიანი უდაბნო და ბუხარა ინახულა. იქიდან ირანში გაემგზავრა. ავღანეთის საზღვრის გაყოლებით გაიარა სეისტანი, ბელუჯისტანი და ინდოეთის საზღვრამდე მივიდა. აქ იანს დაებადა აზრი, დაეწერა რამე აზიის ისტორიული წარსულიდან. როდესაც იაპონელი ნაღმოსნები თავს დაესხნენ რუსეთის გემებს პორტ არტურში, იანი მანჯურიაში გაემგზავრა, როგორც პეტერბურგის დეპეშათა სააგენტოს სპეციალური კორესპონდენტი მთავარსარდლის შტაბთან. რუსეთ-იაპონიის ომი რომ დამთავრდა იანი შუა აზიაში დაბრუნდა, მერე კვლავ ეწვია ირანს, ხოლო შემდეგ რამდენიმე წელს იყო იმავე სააგენტოს სპეციალური კორესპონდენტი კოსტანტინეპოლსა და ბალკანეთში. იმ ხანას ეკუთვნის იანის პირველი მოთხრობები. 1923 წელს დასახლდა მოსკოვში. 1939 წელს გამოაქვეყნა რომანი „ჩინგიზ-ხანი“ რომელსაც I ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა, ხოლო 1941 წელს მისი გაგრძელება — „ბათო-ყაენი“. 1955 წელს გამოვიდა ტრილოგიის მესამე წიგნი „უკიდურესი ზღვისაკენ“.
ლიტერატურა
რედაქტირება- იანი ვ., ჩინგიზ-ხანი, გვ. 3–4, თბ., 1958.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ 2.0 2.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
- ↑ 3.0 3.1 3.2 Ян Василий Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 808–809. — ISBN 5-94848-307-X