ვარლამ გელოვანი
ვარლამ გელოვანი (დ. 14 აპრილი, 1878, სპათაგორი — გ. 22 თებერვალი, 1915) — ქართველი პოლიტიკოსი.
ვარლამ გელოვანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 აპრილი, 1878 |
დაბადების ადგილი | ქუთაისის გუბერნია |
გარდაცვალების თარიღი | 22 თებერვალი, 1915 (36 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რუსეთის იმპერია |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
განათლება | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულეტი |
მამა | Q4135056? |
ჯილდოები | წმინდა გიორგის მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1901 წელს შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. პირველივე წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს პეტერბურგიდან. 1902 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1903-1906 წლებში იყო ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შევიდა პეტერბურგის ადვოკატურაში 1906 წელს. იყო პარტია სოციალისტ-ფედერალისტების წევრი. 1912 წელს აირჩიეს მეოთხე მოწვევის რუსეთის იმპერიის IV მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. 1912 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო სათათბიროში წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მოითხოვა საქართველოს ავტონომია, მართლმსაჯულების და განათლების ქართულ ენაზე მოწყობა. პირველი მსოფლიო ომის დროს ეწეოდა ქველმოქმედებას, მეთაურობდა სახელმწიფო სათათბიროს სანიტარულ რაზმს კავკასიის ფრონტზე. ომში ქველმოქმედებისა და მამაცობისათვის მიიღო წმინდა გიორგის მედალი. ფრონტზე შეეყარა პარტახტიანი ტიფი, რისგანაც გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 582.
- თარხნიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 39.
- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I -თბ., 2018. გვ. 558