ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვარდის მოედანითბილისის 1850, 1884 და 1887 წლების გეგმებზე, ავლაბრის ძველი მოედნის (კახეთის, ახლანდელი ქეთევან წამებულის) ჩრდილოეთით, ხოჯავანქის ეკლესიისაკენ მიმავალ გზასთან დატანილია „Лобная плошадь“, რომლის ქართული შესატყვისია თხემის ადგილი, სადაც დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა ხდებოდა. XIX საუკუნის თბილისში დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის (ჩამოხრჩობის) შესახებ ცნობას ვხვდებით ორი მწერლისალექსანდრე დიუმასა და ილია ჭავჭავაძის თხზულებებში. 1858 წლის მიწურულს ალექსანდრე დიუმა თბილისში გამოემგზავრა. როგორც მწერალი მოგვითხრობს, თბილისს მიახლოებულმა (ავლაბრის მხრიდან) შენიშნა

ვიკიციტატა
„„...მარჯვნივ აღმართული სამი სახრჩობელა. შუა სახრჩობელა ცარიელი იყო, ორზე კი... ტომარაგადაცმული ადამიანები ეკიდა...““

ამის შემდეგ გავიდა და „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოთხრობა „სარჩობელაზედ“, ისევ ავლაბარში კაცის ჩამოხრჩობის ამბავი. ორივე მოქმედება ავლაბრის უბანში ხდება და სახრჩობელა იქ არის გამართული. 1884 თბილისის გეგმის შემქმნელ ნ. კლემენტიევს, მისსავე გამოცემულ და შევსებულ 1898 წლის თბილისის „Лобная плошадь“-ის ნაცვლად დატანილი აქვს მოედანი სახელით „Розовая плошадь“ — „ვარდის მოედანი“. მოედნის სახელის შეცვლა იმაზე მიუთითებს, რომ აქ, აღნიშნულ მოედანზე XIX საუკუნის 90-იან წლებში (შეიძლება უფრო ადრეც) დამნაშავეებს სიკვდილით აღარ სჯიდნენ. მოედნის ახალი სახელი „ვარდი“, როგორც ჩანს, აღნიშნულ მოედნზე დაღვრილი სისხლის და ჩადენილი სისასტიკის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენდა. გავიდა დიდი ხანი და უკვე ბოლშევიკებმა იმავე ადგილს ასევე სიკვდილით დასჯილი ბაქოს 26 კომისრის სახელი დაარქვეს. მაგრამ ძირძველი ავლაბრელები ამ მოედანს მაინც ვარდის მოედანს ეძახიან (ასევე იყო ვარდის ქუჩა, შესაბამისად — 26 კომისრის ქუჩა). ამჟამად მრავალი ამბის მომსწრე ვარდის მოედნის დიდი ნაწილი ავლაბრის ბაზარს უკავია.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარდის_მოედანი“-დან