ვარდისფერი თოლია
ვარდისფერი თოლია[1] (ლათ. Rhodostethia rosea) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა.
ვარდისფერი თოლია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Rhodostethia rosea (MacGillivray, 1824)[1][2] | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22694476 | |||||||||||||||
გავრცელების არეალი | |||||||||||||||
გამრავლების პერიოდი დანარჩენი | |||||||||||||||
|
პატარა მოხდენილი ჩიტია (სიგრძე 29–34 სმ, მასა დაახლ. 250 გ, ფრთის შლილი 82–92 სმ) სოლისებრი ბოლოთი და მოკლე წვრილი ნისკარტით. ფრენს მსუბუქად. შეჯვარების პერიოდში გამოირჩევა სხეულის ქვედა მხარის ვარდისფერი შეფერილობა და ვიწრო შავი „ყელსაბამი“ კისერზე. მოზარდებს სხეულის ზედა ნაწილსა და ფრთებზე მურა ფხაჭები აყრია. ნისკარტი შავია, ფეხები წითელი.
ბუდობენ მცირე ზომის, შეთხელებულ ჯგუფებად ტუნდრის ჭაობებისა და ტბების გაბარდულ ისლებში. ბუდობის ძირითადი კერაა იაკუტიის ტუნდრა იანა-ინდიგირკისა და კოლიმის დაბლობების ფარგლებში (არანაკლებ 50 ათ. წყვილი). ამ ტერიტორიებზე პირველად აღმოაჩინა ს. ა. ბუტურლინმა XX საუკუნის დასაწყისში, მანამდე ეს სახეობა უკიდურესად იშვიათ ფრინველად ითვლებოდა. მოგვიანებით დროებითი მცირე ზომის კერები არქტიკის სხვა ნაწილებშიც აღმოაჩინეს.
იკვებება მწერებით, მცირე ზომის მოლუსკებით, მომთაბარეობის პერიოდში თევზითა და კიბოსნაირებით. ბუდობის სეზონის გარეთ იკვებება ავშნებში და მრავალწლოვანი ყინულების ნაწიბურებთან, თავს არიდებს როგორც ღია წყალს, ასევე ფესვებიან ნაპირებს.
ინკუბაცია 19–20 დღე-ღამე, ხოლო ბარტყების გამოკვება 16–17 დღე გრძელდება. ზაფხულ-შემოდგომის მომთაბარეობის დროს შემოუვლიან ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზს, ზამთრის მოახლოებიდან მომთაბარეობენ არქტიკული სანაპიროს გასწვრივ ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილამდე. ცნობილია შორეული გადაფრენები მატერიკების ზომიერ სარტყლებამდე. ჩრდილოეთის ხალხები და არქტიკაში მოგზაურები თვლიან, რომ ვარდისფერ თოლიასთან შეხვედრას წარმატება და ბედნიერება მოაქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. РОЗОВАЯ ЧАЙКА დაარქივებული 2019-03-30 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 28. Москва, 2015, стр. 609.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 91, 116, 224.
- ↑ F. Gill & D. Donsker (Eds).. (2018)Coursers, noddies, gulls, terns, auks, sandgrouse. IOC World Bird List (v 8.1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-15. ციტირების თარიღი: 2019-09-16..