იანა-ინდიგირკის დაბლობი
იანა-ინდიგირკის დაბლობი[1] (რუს. Яно-Индигирская низменность) — დაბლობი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში), ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში. ზღვისპირა, ძლიერ დაჭაობებული დაბლობია. გადაჭიმულია 600 კმ-ზე, ლაპტევებისა და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის გასწვრივ, ბუორ-ხაიის უბიდან (აღმოსავლეთში; მდ. იანის დელტის ჩათვლით) მდ. ინდიგირკის დელტამდე (დასავლეთში). სიგანე 300 კმ-მდე. საშუალო სიმაღლე 30–80 მ. ცალკეული შთენილი სოპკები აღმართულია 300 მ სიმაღლემდე; უმაღლესი წერტილი 533 მ-ია. აგებულია ზღვიური და ალუვიური დანალექებითა და ნამარხი ყინულით. ყველგანაა მრავალწლოვანი მზრალობა და მასთან დაკავშირებული რელიეფის ფორმები: მრავალი თერმოკარსტული ღრმული (ალასები), რომლებიც ტბებითაა შევსებული, ბაიჯარახები (აშმუშნული ბორცვები) და პოლიგონური გრუნტები. ჩრდილოეთ ნაწილში ტიპურია არქტიკის ხავს-ლიქენიანი და ბუჩქნარიანი ტუნდრის ლანდშაფტები, სამხრეთსა და მდინარეთა ხეობებში — ფოთლოვანი მეჩხერი ტყისა.[2]
იანა-ინდიგირკის დაბლობი | |
---|---|
რუს. Яно-Индигирская низменность | |
კოორდინატები: 71° ჩ. გ. 142° ა. გ. / 71° ჩ. გ. 142° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სახა (იაკუტია) |
სიმაღლე | 30–80 მ |
სიგრძე | 600 კმ |
სიგანე | 300 კმ |
ჰიდროგრაფია | იანა, ინდიგირკა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 83.
- ↑ Яно-Индигирская низменность // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 715.