ნამარხი ყინული
ნამარხი ყინული — წარსული ეპოქიდან შემორჩენილი რელიქტური მიწისქვეშა ყინული. XIX საუკუნის დასაწყისში ნამარხ ყინულად პლეისტოცენური ასაკის განამარხებულ მყინვარებსა და თოვლნარებს მიიჩნევდნენ. ასეთი შეხედულება შეიქმნა ნამარხ ყინულში ციმბირსა და ალასკაში ნაპოვნი მამონტისა და სხვა ამოწყვეტილი ცხოველების გვამების საფუძველზე. XX საუკუნის 50-იან წლებში დადგინდა, რომ ნამარხი ყინული შეიძლება წარმოადგენდეს თანამედროვე მიწისქვეშა ყინულის ყველა გენეტური ტიპის ანალოგს; ნამარხი ყინულის დიდი ნაწილი იქმნება ყინვანაბზარ ნაპრალებში წყლის გაყინვის შედეგად.[1]
ნამარხი ყინული გავრცელებულია მრავალწლოვანმზრალ ზონებში, უმეტესწილად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიაზე, სადაც ხშირად წარმოდგენილია ზღვის სანაპირო ჩამონაქცევებზე. ნამარხი ყინულის წარმოშობა და ასაკი სხვადასხვაგვარია.[2]
მეტად გავრცელებულია გაყინული წყლიდან მრავალწლოვანმზრალი გრუნტების წყებებში, რომელიც ყალიბდება ნაპრალებში სოლების, ვიწრო ღეროების, აგრეთვე ლინზებისა და ბელტური ძარღვების სახით. მათი ჩამოყალიბება მიდის უფრო შორს დანალექი ქანების დაშრევებასთან ერთად, მაგალითად ჭალებზე, ან უკვე მზრალი გრუნტების წარმოქმნის შემდეგ. ასეთი ყინულები ზოგიერთ მკვეთრად კონტინენტურ რაიონებში იკავებს ნიადაგგრუნტის პირველი 10 მ-ის მოცულობის 70–80 %-ს.[3]
ტერმინი გამოიყენებოდა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ციმბირში, კანადასა და ალასკაზე მომუშავე მკვლევრების მიერ. ამჟამად ტერმინი მოძველებულია.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ископаемый лёд | Большая советская энциклопедия
- ↑ Словарь по гидрогеологии и инженерной геологии. — М.: Гостоптехиздат. 1961.
- ↑ Ископаемый лёд | Географический словарь
- ↑ Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.