კოლიმის დაბლობი[1] (რუს. Колымская низменность) — დაბლობი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში). მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში, მდ. კოლიმის ქვემო წელზე. წარმოადგენს ვრცელ აკუმულაციურ დადაბლებას, რომელიც 750 კმ-ზეა გადაჭიმული ალაზეისა და იუკაგირის ზეგნებს შორის. ხასიათდება სუსტად დასერილი რელიეფითა და სიმაღლეთა უმნიშვნელო ცვალებადობით: 100-დან 300 მ-მდე (ცალკეული სოპკები). ყველგანაა გავრცელებული მრავალწლოვანი მზრალობა, სქელი (50 მ-მდე) მიწისქვეშა ყინულები და მასთან დაკავშირებული რელიეფის მზრალ-თერმოკარსტული ფორმები: ქვაბულები, აშმუშნული ბორცვები (ბულგუნიახები), ყინვაბზარული ნაპრალები და სხვა. კლიმატი მკაცრია, იშვიათად — კონტინენტური. ბევრი მცირე ზომის არაღრმა ტბა და ჭაობია. ბუნებრივ ლანდშაფტებს შორის ჭარბობს ტაიგის ჩრდილოეთ ქვეზონის ლარიქსიანი დაჭაობებული მეჩხერი ტყეები (ჭაობის მზრალ ტორფიან ნიადაგებზე), რომლებსაც ჩრდილოეთ ნაწილში ცვლის ტყეტუნდრა (ბუჩქა მურყანი, ტირიფი, არყი) და ტუნდრის კოლბოხოვანი და არქტიკული ლანდშაფტები. არის ირმის საძოვრები, სანადირო და სათევზაო ადგილები.[2]

კოლიმის დაბლობი
რუს. Колымская низменность
კოორდინატები: 69° ჩ. გ. 154° ა. გ. / 69° ჩ. გ. 154° ა. გ. / 69; 154
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული იაკუტია (სახა)
სიმაღლე 100–300 
სიგრძე 750 კმ
ჰიდროგრაფია კოლიმა, ალაზეა
კოლიმის დაბლობი — რუსეთი
კოლიმის დაბლობი

სქოლიო რედაქტირება

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 105.
  2. Колымская низменность // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 575.