ალაზეა (იაკუტ. Алаһыай, რუს. Алазея) — მდინარე რუსეთის ფედერაციაში, სახის რესპუბლიკაში. სიგრძე 1590 კმ, აუზის ფართობი 64,7 ათ. კმ². წარმოიქმნება ალაზეის ზეგანზე მდინარეების ნელკანის და კადილჩანის შეერთებით. მიედინება კოლიმის დაბლობზე. ერთვის აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას. ალაზეას აუზში 24 ათასზე მეტი პატარა ტბაა. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 320 მ³/წმ. იყინება სექტემბრის ბოლოს, ყინულძვრა — მაისის ბოლოს. მთავარი შენაკადია როსოხა.

ალაზეა
იაკუტ. Алаһыай, რუს. Алазея
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სახა
სათავე ნელკანის და კადილჩანის შესართავი
67°57′46″ ჩ. გ. 148°16′07″ ა. გ. / 67.96278° ჩ. გ. 148.26861° ა. გ. / 67.96278; 148.26861
სათავის სიმაღლე 116 მ
შესართავი აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
70°51′29″ ჩ. გ. 153°41′22″ ა. გ. / 70.85806° ჩ. გ. 153.68944° ა. გ. / 70.85806; 153.68944
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 1590 კმ
აუზის ფართობი 64700 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 320 მ³/წმ
ალაზეა — რუსეთი
ალაზეა
ალაზეა
— სათავე, — შესართავი
ალაზეა ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება