ალაზეის ზეგანი (რუს. Алазейское плоскогорье) — ზეგანი რუსეთის ფედერაციაში, სახის რესპუბლიკაში, მდინარეების ალაზეის, კოლიმის, ინდიგირკისა და ოჟაგინის შუამდინარეთში. სიგრძე 300 კმ, საშუალო სიმაღლე 350 . ზეგნის ტალღოვან ზედაპირზე აღმართულია ბრტყელმწვერვალიანი მასივები და ქედები (სიმაღლე 400–954 მ). ზეგანს საფუძვლად აქვს პროტეროზოული გნაისები, რომლებსაც ზემოდან ფარავს გრანიტებით გარღვეული დევონური ვულკანოგენური დანალექი და იურული ასაკის ტუფოგენური ქანები. 450 მ სიმაღლემდე დაჭაობებული ნათელი ტყეებია (ლარიქები, ლიქენები), ხეობებში კი — ჭალის ტყეები, 600 მ-მდე — ქონდარა ფიჭვი, ხოლო უფრო ზევით — მთის ტუნდრა.

ლიტერატურა

რედაქტირება