ავთო ვარაზი

(გადამისამართდა გვერდიდან ვარაზი, ავთანდილ)

ავთო (ავთანდილ) ვასილის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი) (დ. 25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― გ. 3 მარტი, 1977, იქვე) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1967). იგი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა.

ავთო ვარაზი
დაიბადა 25 ოქტომბერი, 1926
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 3 მარტი, 1977 (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა, შერეული ტექნიკა
მომზადება თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
მიმდინარეობა კოლაჟი
ჟანრი პორტრეტი
ცნობილი ნამუშევრები „ხარის თავი“, „ბუკინისტი“, „ვიოლინო და გიტარა“, „თევზი აჟურულ ჩარჩოში“

ბიოგრაფია

რედაქტირება

ავთო ვარაზი დაიბადა 1926 წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ბიოქიმიკოსის ვასილ ვარაზისა და ელისაბედ გასპარიანის ოჯახში.

1943-1948 წლებში ავთო ვარაზი სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1948 წელს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა.

შემოქმედება

რედაქტირება

ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. ავთო ვარაზის ნამუშევრებიდან „ხარის თავის“ ადგილსამყოფელია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი), მეორე, კვლავ „ხარის თავის“ სახელწოდებით, თუმცა სინამდვილეში „კრავის თავს“ წარმოადგენს, აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში ინახება; მესამე, „ხარის თავი“ - ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში ხოლო „რვაფეხა“ კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში. მისი 15 ნამუშევარი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმების ფონდებში.

ავთო ვარაზი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. ავთო ვარაზი, როგორც ფერმწერი, უმთავრესად პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა.

ავთო ვარაზი წლების განმავლობაში მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია, სადაც მნიშვნელოვანი ობიექტები ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი: 1961 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამოფენა, ფეოდალიზმის ეპოქის განყოფილების გამოფენა; რუსთაველისადმი მიძღვნილი გამოფენა სურათების გალერეაში; საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები.

მან მხატვრულად გააფორმა აგრეთვე რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმი „ფიროსმანი“ (სცენარის ავტორი – ერლომ ახვლედიანი), სადაც ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1969).

ავთო ვარაზი 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი), საიდანაც მის ოჯახს გამოფენაზე მოწვევა მოუვიდა.

ნამუშევრების არქივები

რედაქტირება

ასევე კერძო კოლექციებში.

პერსონალური გამოფენა

რედაქტირება
  • პირველი პერსონალური გამოფენა გარდაცვალების შემდეგ, თბილისი, საქართველო - 1977
  • შოთა რუსთაველის საზოგადოება, თბილისი, საქართველო - 1997
  • TBC გალერეა, თბილისი, საქართველო - 2011
  • ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო - 2013

მხატვრული ფილმი

რედაქტირება

მხატვრის გამონათქვამები

რედაქტირება
  • როცა ტილოს უჯდება, თავად არ იცის მხატვარმა, რა გამოვა მისი ნამუშევრისგან, რადგან მხატვარი მხოლოდ მუშაობის დროს ცხოვრობს. მთავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. მართალია, ნახატის ბოლო ლურსმანია, რომელზდაც იგი უნდა ეკიდოს მუდმივად თუ დროებით, მაგრამ მხატვარს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ იგივე ლურსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი ჰკიდია.
  • ჰგავდეს შენი მუშაობა ფრინველთა ფრენას. როგორც კი იფიქრებ, როგორ უნდა გააკეთო, აღარაფერი გამოვა.
  • ფერწერა უნდა იყოს სიცოცხლის დამამკვიდრებელი, ხოლო თუ დეკორატიულია, მაშინ სიხარულით სავსე – მანჭვის, ძალდატანების, აგიტაციის გარეშე.
  • არ მჯერა იმ ცუდად მოწყობილი სათბურებისა, სადაც უცოდინრობასა და დილეტანტებს დრესირებული მხატვრების ახალი სახეობის გამოყვანა უნდა.
  • რაც უფრო დიდია მხატვარი, მით უფრო მეტად „ტყუის“ იგი ფერწერაში და გვაჯერებს.
  • ძველი ოსტატები „გვკარნახობენ“.
  • თავისი საქმის დიდოსტატი მისთვის უცხო სფეროში შეჭრის მცდელობის დროს გარდაისახება. გონებაჩლუნგად.
  • ნატურმორტის წერისას გახსოვდეს საგნებს შორის სივრცე, – ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თვით საგანი.
  • ნუ დაიხმარ ნურავის ბუნების გარდა. ბოლომდე გამოხატე შენი დამოკიდებულება გარემოსადმი. ენდე შენ შინაგან გრძნობას. არავითარი ეჭვი და რიდი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება