კოლაჟი (ფრანგ. coller, შეწებება) — განსხვავებული ფორმების ნაწილებისგან ახალი მთლიანის შექმნა-შეკოწიწება. მაგალითად, კოლაჟი ხელოვნებაში შეიძლება შეიცავდეს ერთ მთლიან თაბახზე ან ტილოზე დაწებებულ საგაზეთო ამონაჭრებს, ბაფთებს, ზონრებს, ხელთნაკეთი ფერადი ქაღალდების ნაჭრებს, ფოტოებსა და სხვა.

კოლაჟი

კოლაჟი ხელოვნებაში

რედაქტირება

კოლაჟი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და მრავალფეროვანი სახეობაა, თუმცა კოლაჟის ნამუშევარი არ იქმნება ტრადიციული მეთოდით და მასალებით (საღებავები, ფანქრები, პასტელები), იგი მზადდება სხვადასხვა მასალისგან, როგორებიცაა: ნაჭრები, ნაკუწები, ზოგჯერ — ნივთების კომბინაციით. ამ ელემენტების შეერთება ძირითადად დაწებებით ხდება.

კოლაჟის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი „ნატურმორტი გატეხილი სკამით“, რომელიც შექმნილია 1912 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება