ვაპლიტე
პროლეტარული ლიტერატურის თავისუფალი აკადემია, შემოკლ. ვაპლიტე (უკრ. Вільна академія пролетарської літератури, Вапліте) — ლიტერატურული ორგანიზაცია. დაარსდა 1925 წლის ბოლოს უკრაინის ქალაქ ხარკივში. მასში ძირითადად გაერთიანდნენ ლიტერატურულ ჯგუფ „ურბინოს“ წევრები, რომლებსაც მიკოლა ხვილიოვი ხელმძღვანელობდა, აგრეთვე გლეხ მწერალთა კავშირ „პლუგის“ და ლიტერატურულ ორგანიზაცია „ოქტიაბრის“ ზოგიერთი წევრი: მიკოლა ბაჟანი, ვასილ ვრაჟლივი, ივან დნიპროვსკი, ოლექსანდრ დოვჟენკო, ოლეს დოსვიტნი, ჰრიჰორი ეპიკი, ლ. ივანოვი, მაიკ იოჰანსენი, ოლექსა სლისარენკო, იური სმოლიჩი, ვოლოდიმირ სოსიურა, პავლო ტიჩინა, მიკოლა ხვილიოვი, მიხაილო იალოვი, იური იანოვსკი და სხვ. (სულ 30-მდე ადამიანი). პრეზიდენტები — მიხაილო იალოვი (1925–1926), მიკოლა კულიში (1926–1928); მდივანი — არკადი ლიუბჩენკო.[1]
ვაპლიტე | |
---|---|
უკრ. ВАПЛІТЕ | |
ვაპლიტეს წევრები, 1926 წ. | |
შეიქმნა | 1925 |
გაუქმდა | იანვარი, 1928 |
ტიპი | ლიტერატურული ჯგუფი |
მდებარეობა | ხარკივი, უკრაინის სსრ |
ენა | უკრაინული |
ლიდერი | მიკოლა ხვილიოვი |
პრეზიდენტი |
მიხაილო იალოვი (1925–1926) მიკოლა კულიში (1926–1928) |
მდივანი | არკადი ლიუბჩენკო |
ქვეყანა | სსრკ |
ორგანიზაცია იღებდა ბოლშევიკური ხელისუფლების პოლიტიკის იდეოლოგიის საფუძვლებს, თუმცა ლიტერატურული ცხოვრების კონკრეტულ საკითხებში ინარჩუნებდა მხატვრული სიტყვის მაღალპროფესიული ოსტატების მიერ უცხოეთის ხალხთა ყველაზე მეტად განვითარებული ლიტერატურების დონის ახალი უკრაინული ლიტერატურის შექმნის იდეას. მიკოლა ხვილიოვი, ვაპლიტეს იდეოლოგიის გამტარებელი, მიიჩნევდა, რომ უკრაინული მწერლობისა და მთლიანად ეროვნული აღორძინების მომავალი შესაძლებელი იყო მხოლოდ ოფიციალურად პროპაგანდირებული „განმანათლებლობის“ მასოვიზმისა და „რუსული მესიანიზმისადმი“ მონური დამოკიდებულების დაძლევის შემდეგ (სწორედ ამას ეხებოდა მისი ლოზუნგი — „შორს მოსკოვიდან!“, როგორც „ჩვენ ფსიქიკაზე მოძალადე“ „საკავშირო მეშჩანობის ცენტრიდან“) და მრავალსაუკუნოვან დასავლეთევროპულ სულიერ ღირებულებებზე, „ფსიქოლოგიურ ევროპაზე“ ორიენტირება უკრაინულ საზოგადოებას გაჯანსაღების საშუალებას მისცემდა, როდესაც ერი ბოლოს და ბოლოს „იპოვნიდა მისი კულტურული განვითარების ერთადერთ ჩვეულ გზას“. ამ კონცეფციას უჭერდნენ მხარს ნეოკლასიკოსი და სხვა მწერლები, კულტურის მოღვაწეები. თუმცა ორთოდოქსულ-პარტიული კრიტიკოსები (ს. შჩუპაკი, ს. პილიპენკო, ვ. კორიაკი და სხვ.) მას უარყოფითად აფასებდნენ; ვაპლიტეს პოზიციების მკაცრი გაკიცხვები გახმოვანდა უკრაინის სსრ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამოსვლებში (ვ. ჩუბარი, ვ. ზატონსკი, ლ. კაგანოვიჩი, გ. პეტროვსკი, მ. სკრიპნიკი, ა. ხვილია) და რიგ პარტიულ დადგენილებებში (უკრაინის კპ(ბ) ცკ-ის პლენუმის თეზისები „უკრაინიზაციის შედეგების შესახებ“, ივნისი, 1926, რომლებიც მიღებულ იქნა იოსებ სტალინის მიერ კაგანოვიჩისადმი ამა წლის 26 აპრილს გაგზავნილ წერილში არსებული მითითებების შესაბამისად; უკრაინის კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს დადგენილება „უკრაინის მხატვრული ლიტერატურის საქმეში პარტიის პოლიტიკის შესახებ“, ივნისი, 1927).[1]
ორგანიზაციას ვერ უშველა ოლეს დოსვიტნის, მიკოლა ხვილიოვისა და მიხაილო იალოვის მოსანანიებელმა განცხადებამ (დეკემბერი, 1926) და ორგანიზაციიდან ამ სამის გარიცხვამ (იანვარი, 1927): პარტიული შეხედულებებით იდეურად ძლიერ მავნე რომანის, მიკოლა ხვილიოვის „ვალდშნეპის“ (კერძოდ, მისი დასაწყისის) გამოცემასთან დაკავშირებით მოხდა ჟურნალ „ვაპლიტეს“ კონფისკაცია, რის შემდეგაც აკრძალეს თავად ჟურნალის გამოცემაც, ორგანიზაციას კი თვითლიკვიდაცია დაევალა (იანვარი, 1928). ხვილიოვის მიმდევართა შემდგომი გამოცემა იყო ალმანახი „ლიტერატურნი იარმაროკ“ (დეკემბერი, 1928 – თებერვალი, 1930) და ჟურნალი „პროლიტფრონტ“ (აპრილი – დეკემბერი, 1930). 1930-იან წლებში კარზე მომდგარი ჰოლოდომორისა და დიდი ტერორის დროს მაღალი მხატვრულობიდან თანდათან გადავიდნენ სოციალისტური რეალიზმის ფსევდოლიტერატურაზე.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Вапліте: Альманах І. Х., 1926;
- Лейтес А., Яшек М. Десять років української літератури. Т. 2. Х., 1928;
- Шляхи розвитку української літератури. Літературна дискусія. Х., 1928;
- Гординський Я. Літературна критика підсовєтської України. Л., 1939;
- G. Luckyj. Literary politics in the Soviet Ukraine 1917–34. New York, 1956;
- Тростянецький А. А. Шляхом боротьби та шукань. К., 1968;
- Луцький Ю. Ваплі-тянський збірник. Едмонтон, 1977;
- Задеснянський Р. Що нам дав Микола Хвильовий. Вид. 3. Торонто, 1979;
- Смолич Ю. ВАПЛІТЕ і Я // ЛУ. 1987, 24 верес., 1 жовт.; Хвильовий М. Україна чи Малоросія // Хвильовий М. Твори. Т. 2. К., 1991;
- Донцов Д. Микола Хвильовий // Укр. слово: Хрестоматія укр. літ-ри та літ. критики ХХ ст. Кн. 1. К, 1994;
- Шерех Ю. Літ Ікара (Памфлети Миколи Хвильового) // Шерех Ю. Пороги і запоріжжя. Т. 2. Х., 1998;
- Костюк Г. У ситуації трагічного безвихіддя. З гори Гелікон на Голгофу. Неопалима купина // Костюк Г. Літ.-мист. перехрестя. Вашинґтон; К., 2002;
- Дзюба І. Микола Хвильовий: «Азіятський ренесанс» і «психологічна Европа». К., 2005.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Доценко, Р. І.. Вапліте, (Вільна академія пролетарської літератури) uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2005). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2023