ვანთლიაშეთი

უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და დაღესტანში

ვანთლიაშეთიუღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (დაღესტანი) საზღვარზე, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე კაბალის მარჯვენა შენაკადის — ჩარასალდისხევის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2441 მ.

ვანთლიაშეთი
კოორდინატები: 42°00′17″ ჩ. გ. 46°07′42″ ა. გ. / 42.0049361° ჩ. გ. 46.1283944° ა. გ. / 42.0049361; 46.1283944
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
დაღესტანი
სიმაღლე 2441 
ქედი კახეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ფლორა სუბალპური მდელო
ვანთლიაშეთი — საქართველო
ვანთლიაშეთი
ვანთლიაშეთი — კახეთის მხარე
ვანთლიაშეთი

ვანთლიაშეთის უღელტეხილის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ბილიკით აკავშირებს მდინარეების კაბალისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და სიმბირისხევის (ავარიის ყოისუს სისტემა) ხეობებს. ვანთლიაშეთის კალთებზე გავრცელებულია სუბალპური მდელოთა ლანდშაფტი.

ლიტერატურა

რედაქტირება