ვანაძეები (ხულოს მუნიციპალიტეტი)
ვანაძეები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში (ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვანაძეები | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხულოს მუნიციპალიტეტი |
თემი | ღორჯომი |
კოორდინატები | 41°42′02″ ჩ. გ. 42°23′06″ ა. გ. / 41.70056° ჩ. გ. 42.38500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა | 196[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე, ხულოდან 15 კმ-ში.
სოფელს სახელი ეწოდა ვანაძეების საგვარეულოს მიხედვით. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ოფიციალურ დოკუმენტებში ეწოდებოდა ვანაძე. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა. სოფლის სამხრეთით, ჩრდილაქედის („საკაჟიქედი“) შემაღლებულ ადგილზე, შემონახულია შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები. მოსახლეობა ამ ქედს საყდრისქედს, ეკლესიის ადგილს — ნასაყდრალს, ხოლო თვით ეკლესიას აგარის ეკლესიას უწოდებს.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 196 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 182 | ||
2002[3] | 408 | 198 | 210 |
2014[1] | 196 | 91 | 105 |
ლიტერატურა
რედაქტირება- მამულაძე შ., ღორჯომის წყლის ხეობაში 1985 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, წგ.: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, თბ., 1988.
- მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, ბათუმი, 1993.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 151.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II