ვანაძეების ნაეკლესიარი

ვანაძეების ნაეკლესიარი, ვანაძეების ნასაყდრალი, აგარის ეკლესია — XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვანაძეებში.

ვანაძეების ნაეკლესიარი
ვანაძეების ნაეკლესიარი — საქართველო
ვანაძეების ნაეკლესიარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′48″ ჩ. გ. 42°22′20″ ა. გ. / 41.696917° ჩ. გ. 42.372444° ა. გ. / 41.696917; 42.372444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი საძირკვლამდე დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

უვაროვასეული გეგმა

1888 წელს, ძეგლი პირველად არქეოლოგიურად შეისწავლა პრასკოვია უვაროვამ. საყდრის იატაკი, როგორც გაწმენდისთანავე გამოირკვა, უსწორმასწორო ქვიშაფლებით ყოფილა მოგებული. ფანჯრის კვალი არ აღმოჩნდა. კარი დასავლეთის მხრიდან ჰქონდა. პ. უვაროვას ვარაუდით ასეთივე კარი სამხრეთიდანაც შესაძლოა ჰქონოდა საყდარს. აღმოჩნდა ტაძრის კანკელი, სპილენძის მოჭედილი ხატები: ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის, ასევე შუასაუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები. კანკელი და ხატები პ. უვაროვამ გაგზავნა მოსკოვში. მისი ადგილსამყოფელი უცნობია. 1985 წელს კვლავ ჩატარდა არქეოლოგიურ გათხრები. აღმოჩნდა სამარხები და კერამიკული მასალა.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ჩვენამდე ნანგრევის სახით მოღწეული ობიექტი წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას მინაშენით ჩრდილოეთის მხარეს. დღესდღეობით შემორჩენილია ეკლესიის აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლის ფრაგმენტები, რეალურად კი ეკლესია გეგმის დონეზეა შემორჩენილი. ტერიტორიაზე მიმობნეულია სამშენებლო და საპირე ქვები. კედლის ერთი რიგი წყობა ჩანს ჩრდილოეთ კედელზე, რომელიც ნაგებია დიდი ზომის, კარგად გათლილი კვადრებით. ორსაფეხურიანი ცოკოლის მცირე ფრაგმენტი ჩანს სამხრეთ კედელზე. სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში არის კარის ღიობი. აქვე არის ჩამოვარდნილი დიდი ტიმპანის ქვა. კართან გდია ასევე ლილვოვანი ქვის ფრაგმენტი. ეკლესიის პერიმეტრზე მრავლადაა მიმოფანტულია საფასადო წყობის ფრაგმენტები, კამარის და თაღის ქვები და ლორფინის ფილები.

ნაეკლესიარის ზომები შეადგენდა დაახლოებით 11.16 X 6.37 მეტრს, რადგან საყდრის სიგრძე შიგნიდან იყო 8.55 მ (11 არშინი 14 ვერშოკი), ხოლო კედლების სისქე — 130.5 სმ (1 არშინი 13 ვერშოკი).

ეკლესია წაგრძელებულია. შიგნიდან მოპირკეთება შემონახულა მხოლოდ კედლის შუამდე და ნაწილობრივ საკურთხეველის ჩრდილო მხარეს. მოპირკეთების ფილები ჩამოცვენილია და უკლებლივ ეყარა საყდარში. რამდენიმე ფილაზე შეიმჩნეოდა მსუბუქი მობათქაშებისა და შავი და თეთრი საღებავებით შესრულებული ტალღისებური თუ მანდილისებური მოხატულობის კვალი.

კამარის ქვები შუა საყდარში ეყარა. თითოეული მათგანი სიგრძით 1 ადლი და 3 გოჯი ყოფილა, სიგანით — 7 ადლი, ხოლო სისქით — 5.5 გოჯი.

საყდარში უპოვნიათ ქვის კანკელი. საკურთხევლის ტიხრი იატაკიდან აღმართული იყო 7 გოჯზე.

აქვე იპოვნეს პილასტრები, სვეტები, ქვის კვადრატული ბოძი, ნაირნაირი ფილები, შუშის თეთრი ჭურჭლის ნამსხვრევები, ღვთისმშობლის პატარა ხატი, რკინის გასაღები, პატარა დანა, რამდენიმე ცალი ბრინჯაოსა და რკინის თმის სარჭი, ვერცხლის ბალთა და ღილები, აღმოსავლური მოხატულობით შუშის ჭრელი ფიალა. ასევე აღმოჩნდა ფაქიზად ნახელავი ქვის ბარელიეფი მხედრული წარწერით. წარწერა არ ყოფილა ფარული, მაგრამ უვაროვა ამ წარწერის შესახებ არაფერს აი იუწყება.

გარდა ამისა დიდი რაოდენობით უპოვნიათ ნიამორების და არჩვების რქები, ერთი ირმის რქა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11865